32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 26-29 სექტემბერს, სპმთპ-ის წყნეთის პედაგოგთა სატრენინგო ბაზაზე ჩატარებული ოთხდღიანი სემინარი, დანიელმა მასწავლებლებმა ისეთ აქტუალურ თემატიკაზე ჩაატარეს, როგორიცაა ,,დიდაქტიკური საკითხები დანიურ სკოლაში",  „წერითი დავალებები, განმავითარებელი  შეფასებები  და  უკუკავშირები". დანიელმა  ტრენერებმა  პროექტული  სწავლების აქტივობები, შეფასების  რუბრიკები, ხუთწუთიანი  წერითი სავარჯიშოების ფორმები, ბლუმის ტაქსონომია, განმავითარებელი_განმსაზღვრელი შეფასება და მცირე წერითი დავალებები განიხილეს. ტრენერებმა, წერით დავალებებზე იმსჯელეს, მათემატიკისა და ისტორიის გაკვეთილების მაგალითზე , ასევე   პრაქტიკულად  განახორციელეს  ჯგუფებში  მუშაობის  დროს გამოსაყენებელი  წერითი  მოდელები. საინტერესოდ  წარიმართა  სხვადასხვა  აქტივობების მოდელირება: ,,ვმოძრაობთ  და  ვსჯელობთ”, „ორმაგი   წრე”,  “გონების  სავარჯიშოები”, მოსწავლეთა  გააქტიურების  ფორმები  საგაკვეთილო  პროცესში  და  სხვა. დანიური  პროექტის პირველ ოთხდღიან  სემინარში  მონაწილე, პირდაპირი  ბენეფიციარი  პედაგოგები, პროექტის მოთხოვნების  თანახმად, სკოლებში  თავად  დანერგავენ  სიახლეებს  ორი  თვის  განმავლობაში, ხოლო  წლის  ბოლომდე, კოლეგებთან  ერთად  ჩაერთვებიან  სხვადასხვა  აქტივობებში და წარმართავენ  რეგიონულ   შეხვედრებს.