32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

დანიაში ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამის მონაწილეების Lika Chxaidze Natia Gabroshvili Ekaterine Chelidze Jaba Labadze Azniv Kirakosyan Murad Eminov შთაბეჭდილებები დანიის საგანმანათლებლო სისტემაზე:

,,სახელმწიფოს პრიორიტეტი არის განათლება... მაშინ როდესაც განათლება არ არის ხელმისაწვდომი,რწმუნდები-განწირული ხარ... აქ კი,ცხადია, სწავლობ იმისთვის, რომ ცხოვრება ისედაც ბედნიერ ქვეყანაში ბედნიერად აიწყო!

,,მოგვეცა შესაძლებლობა დანიის საგანმანათლებლო სისტემას და სკოლების გარემო პირობებს ადგილზე გავცნობოდით!სისტემა მოქნილი და ბავშვზე ორიენტირებულია

დანიაში ადრეული/სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული და უმაღლესი განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომია. ბავშვი სკოლაში 5/6 წლის ასაკში შედის, მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 9 წლის განათლება არის სავალდებულო. მე-10 კლასში სწავლება შეიძლება გამოყენებული იყოს მომავლის დასაგეგმად. ის, ვინც სამწლიან გიმნაზიას წარმატებით ამთავრებს, მზად არის უმაღლესი განათლების მისაღებად.

დანიაში სამი ტიპის ბოლო საფეხურის სკოლები/გიმნაზიები მოქმედებს, მათ შორის პროფილური განათლების პროგრამებია, ხოლო მათ ვისაც პროფესიული განათლება აქვთ მიღებული და გამოთქვამენ სურვილს უმაღლესი განათლებაც მიიღონ ამის ყველა შესაძლებლობა ეძლევათ.

გიმნაზიებში სწავლების ხარისხი მაღალია და მოსწავლეები მიღებული შედეგებით ხდებიან უნივერსიტეტების სტუდენტები. მაგალითისთვის, მასწავლებლობის პროფესიის დაუფლებისთვის, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლიათ დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სწავლება, ხოლო საშუალო სკოლების მასწავლებლებს მაგისტრის ხარისხის ფლობაა სავალდებულო. აღსანიშნავია, რომ პედაგოგიური პრაქტიკის ერთწლიან პროგრამას, თავად სკოლა უზრუნველყოფს საკუთარი ფინანსებით. დანიაში ზრდასრულთა განათლებას, რომლის მიღების უფლება ემიგრანტებსაც ეძლევათ, დიდი ყურადღება ექცევა.

დანიაში, მასწავლებელი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. იგი მკვლევარია, ევალება სასწავლო მასალის, რესურსების, თეორიული და პრაქტიკული საათების რაოდენობის განსაზღვრა და მოსწავლის შედეგზე ორიენტირება. თითოეული გაკვეთილის საერთო მიზანია, მოსწავლის მიერ თემის, საკითხის შესწავლა, შეთვისება. ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია ისწავლება როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნების გათვალისწინებით.

სკოლები დეცენტრალიზებულია. მათ მინიჭებული აქვთ მოთხოვნებზე მორგებული საკუთარი კურიკულუმის შედგენის უფლება. მასწავლებელი მკვლევარია, იგი წყვეტს, თუ რა ლიტერატურით, ფორმით, მეთოდით ასწავლოს და მივიდეს მიზნამდე.

მასწავლებლები სწავლებისას იყენებენ სხვადასხვა მეთოდს.მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა, ხშირად ჯგუფურია. ასევე მიმართავენ სწავლების დიფერენცირებას. სკოლის ყველა მოსწავლე, კომპიუტერის გამოყენებით იღებს მასალას მასწავლებლისგან.ტექნოლოგიების ხშირად გამოყენების მიუხედავად, მაინც დიდი ყურადღება ეთმობა ხელით წერას და სპეციალურ კურსს გადიან აკადემიური წერის უნარის ჩამოყალიბებისათვის.

ნკლუზიური განათლება სსსმ და შშმ მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია, მასწავლებლის პარალელურად მათთან მუშაობს სპეც. მასწავლებელი. მცროს კლასებში ზოგჯერ ორი სპეც. მასწავლებელიცაა. სკოლაში არის სპეც. ოთახებიც. თითოეული მოსწავლისთვის იწერება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. სპეც. მასწავლებელი სხვა გაკვეთილებით არ არის დატვირთული.

სკოლაში პედაგოგიური საბჭოსთან ერთად რეგულარულად ხვდებიან ერთი კლასის მასწავლებლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და იმუშაონ უკეთესი შედეგების მისაღწევად. კოლექტივის შეკვრის, სამუშაო ატმოსფეროს გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელობა, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აწყობს კორპორაციულ შეხვედრებს. ერთ-ერთ სკოლაში წესად იყო ქცეული პარასკეობით უფასო ლანჩი მასწავლებლებისთვის, რომლის დროს მათ აქვთ უშუალო კომუნიკაციის საშუალება.

ოლექტივი მუშაობს დიდი, ცოცხალი ორგანიზმისავით: მასწავლებელი ემსახურება მოსწავლეს, რექტორი - ყველას.

დაცულია ყველა მოსწავლის უფლება. სკოლებში მუშაობს სოციალური მუშაკი. მას მიმართავენ მოსწავლეები ნებისმიერი პრობლემის დროს (კონფლიქტი სხვა მოსწავლესთან, პრობლემა ოჯახში, პრობლემა მასწავლებელთან) მიმართავენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ აკეთებენ მნიშვნელოვან არჩევანს ცხოვრების გზაზე.მაგალითად, სწავლების მომდევნო საფეხურის არჩევისას. ამ კაბინეტში არის დახურული სივრცეც, რომ მოსწავლის მიერ ემოციების უკონტროლობის შემთხვევაში იგი დაცული იყოს უცხო თვალისგან.

დანიელი ახალგაზრდა 18 წლის ასაკიდან დამოუკიდებელია და გადაწყვეტილების მიღებისას, ხშირ შემთხვევაში, ითვალისწინებს სოც. მუშაკის რჩევას.

სკოლის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურაზე ზრუნვის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, აღჭურვილია ყველა საკლასო ოთახი, ლაბორატორია, სამუშაო სივრცეები, ფოიე...