32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
,,საუკუნის დასაწყისში, ლათინურ ამერიკაში მუშათა კლასმა დემოკრატიული პროცესებით ძალაუფლებაში მთავრობები მოიყვანეს. ამ მთავრობებმა დასაწყისში გააუმჯობესეს საჯარო პოლიტიკა, ეროვნული ინდუსტრია და მოახდინეს რეგიონალური ინტეგრაცია. თუმცა, ამავდროულად ,,ვაშინგტონის შეთანხმების“ საწინააღმდეგო პოლიტიკა განავითარეს, რამაც რეგიონში არათანაბარი და გამანადგურებელი პირობები შექმნა. დემოკრატიულმა პროცესებმა ადამიანის უფლებების დაცვის, სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან პროგრესს გაუკვალა გზა, გაუმჯობესდა განათლების ხელმისაწვდომობისა და სიღარიბის დაძლევის მექანიზმები. ამ ყველაფერს ბევრი შეხლა შემოხლა ახლდა სოციალურ კლასებსა და პროფკავშირებს შორის. ყველაფერს თან ახლდა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან კონსერვატული მედიის კონტროლი, რითაც ესწრაფოდნენ ძალაუფლების მეტ მოხვეჭასა და ჰეგემონური პოლიტიკური პროექტების განხორციელებას.
პოპულარული დემოკრატიული პროცესებიდან ათწლეულების შემდეგ, ძალაუფლება დაიბრუნეს ნეოლიბერალურმა და ნეოკონსერვატულმა მთავრობებმა, როგორც ლათინურ ამერიკაში, ისევე ეროპაში, აშშ- სა და აზიის რიგ ქვეყნებში. ჰონდურასის, ბრაზილიის, არგენტინის მთავრობებში დამკვიდრებულია სიძულვილის ენა, რაც მნიშვნელოვან პლატფორმას უქმნის უფლებების დაცვის უგულებელყოფასა და პირდაპირ ზიანს აყენებს საზოგადოების განვითარებას
დღეს,, განათლების ინტერნაციონალის ყრილობის მიზანია 32 მილიონი მასწავლების ყურადღების გამახვილება დემოკრატიისა და პროფკავშირების წინააღმდეგ საფრთხეების არსებობასთან მიმართებაში. ლათინურ ამერიკაში, ეს საფრთხეები მომდინარეობს ნეოლიბერალური მთავრობების მხრიდან, რომლებიც ,,გამჭვირვალობის” და ,,ხარისხიანი მენეჯმენტის” საფარქვეშ ცდილობენ დამალონ სახელმწიფოებრივი კრიზისი და ,,ტექნიკურ” და ,,აპოლიტიკურ” გადაწყვეტილებებს იღებენ, მაშინ როდესაც რეალობაში ავრცელებენ ნეოლიბერალურ პოლიტიკასა და იდეოლოგიას. ასეთი შემთხვევები უკვე გვქონდა 80-90-იან წელბში, როდესაც კონსერვატორები საჯარო პოლიტიკასა და უნივერსალურ, უფასო საჯარო სერვისებს მიიჩნევდნენ ბიზნესის კეთების შემაფერხებელ პირობად. დღეს ნეოლიბერალებმა ახალი უნარი გამოიმუშავეს და ამჟამად, ე. წ. ,,მინიმალური საჭიროებებით” მართავენ და ე.წ ,,საჯარო-კერძო პარტნირობით” მოქმდებენ, ამით საჯარო ფინანსებით ზრდიან კერძო შემოსავლებს.
მთლიანად რეგიონში, განათლების მინისტრები ე.წ ,,საჯარო-კერძო პარტნირობის” ფორმატით მუშაობენ და აცხადებენ, რომ ხარისხს და ყოვლისმომცველ პირობებს ქმნიან საკლასო ოთახებში ე. წ ,,ინოვაციების” შეტანით. დომენიკის რესპუბლიკაში, კოსტა რიკაში, კოლუმბიაში, პერუსა და უგანდაში ,,საჯარო-კერძო პარტნიორობა” უზრუნველყოფს კერძო კომპანიების საქმიანობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯარო ფინანსებიდან აფინანსებენ კურიკულუმების შექმნისთვის, მასწავლებელთა მომზადებისა და შეფასებების, საგანმანათლებლო მასალების და ციფრული პლატფორმების უზრუნვლსაყოფად...
მსგავსი საჯარო-კერძო ალიანსების მიზანია მოგების მიღება და დარგის კომერციალიზაცია. მათ ხშირად მხარს უჭერენ გლობალური აქტორები, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიაციისა (OECD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თუ მსოფლიო ბანკის გარკვებული ჯგუფები. საერთაშორისო აქტორების მიზანი კი საჯარო ინვესტიციების შემცირების ტენდენციების დამკვიდრებაა.
თუნდაც რომ გადავხედოთ OECD, the World Bank and the Inter-American Development Bank (IDB) -ის განათლების დღის წესრიგებს, მათ მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს 90-იან წლებში, სახეზეა წარუმატებელი მაგალითები . ყურადსაღებია, ის ფაქტებიც რომ მთავრობები, უზრუნველყოფენ კერძო ბიზნესის სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას იქ, სადაც განათლების პოლიტიკა იქნება და განისაზღვრება. ამ ტენდენციებს ამართლებენ გაეროს სისტემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროკრატიებით, უფრო მეტიც განიხილავენ ამ დარგებს, როგორც პროფკავშირების ჩამნაცვლებელ ორგანიზაციებად. უფრო მეტიც ამკვიდრებენ ,,სამოქალაქო საზოგადოების” ახალ განმარტებას, რაც აკნინებს განათლების წარმომადგენლობის გამორჩეულ როლსა და ბიზნესსა და ფინანსურ კორპორაციებს ამდიდრებს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ფილანტროპისტთა ორგანიზაციები და ბიზნეს ჯგუფები, რომელთაც მხარს უჭერენ განათლების გადაწყვეტილებების მიმღებები, ცდილობენ განათლების სისტემის ნაცვალდ შექმნან ლაბორატორია, სადაც შეუძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება. ნეოლიბერალი მთავრობები ახალ ვალდებულებებს იღებენ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ინსიტიტებიდან, ცდილობენ განათლების პოლიტიკა დაგეგმონ, ისე რომ დაანგრიონ საჯარო განათლების არსი და გახადონ ის მომგებიან , შემოსავალზე ორიენტირებულ დარგად.
ეს არის ის მიზეზები, როდესაც ჩვენს სკოლებსა და კოლეჯებში მუდმივად ხორციელდება ინიციატივები, რომელიც განათლების კომპონენტს აკნინებს, კურიკულუმიდან ქრება ენის, მათემატიკის, უნარ-ჩვევების სწავლება. განათლების დაფინანსება არის პირობითი და აღვივებენ კონკურენციას შეჯიბრებითობასა და მასწავლებლების დაქირავებას არასახარბიელო პირობებით, ხელს უწყობენ დისტანციურ სწავლებასა და არა პირისპირ სწავლების მნიშვნელობას.
სგავსი ექსპერიმენტების საპასუხოდ ჩვენ მასწავლებლები ვიღებთ პასუხისმგებლობებს, ჩვენი საქმიანობა წარვმართოთ საკლასო ოთახებში ის რომ ჩვენი მოსწავლეებს სწორი გზით, კრიტიკური აზროვნების უნარჩვევებით აღვზარდოთ, ის რაც მათ შეუქმნის მოტივაციას ყოველთვის იბრძოლონ თავისუფლებისა და უფლებებისთვის.
სწორედ ეხლა ჩვენ ლათინურ ამერიკული პედაგოგიური მოძრაობის მანდატით თავიდან უნდა ავიცილოთ კომერციალიზაცია და პრივატიზაციის პროცესები საჯარო განათლებაში, ვუზრუნველყოთ კრიტიკული აზროვნება საზოგადოებებში და უფრო მეტიც ვიფიქროთ შევქმნათ პედაგოგიური მოდელები და საგანმანათლებლო პოლიტიკა ჩვენ ქვეყნებში, რომელიც ამ პროცესის ნაწილი იქნება.
განათლების ინტერნაციონალის შემდეგი ყრილობა ლათინურ ამერიკში გაიმართება. ვიწვევთ ყველას განათლების სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიო მასშტაბით შემოგვიერთდნენ, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო წარმომადგენლობა. ვიყოთ ორგანიზებულები და მობილიზებულები.... იმისთვის რომ ავაშენოთ ისეთი დემოკრატია, რომელიც ნაყოფიერი ნიადაგი იქნება თავისუფლების, სუვერენიტეტისა და უფლებების დაცვის გარანტი!”.
EI-ის გენერალური მდივანის დევიდ ედვარდსის დასკვნითი სიტყვა
2019 წელი, განათლების ინტერნაციონალის მე-8 ყრილობა, ბანკოკი, ტაილანდი.
,,განათლების სფეროს წარმომადგენლები და მათი პროფკავშირები ლიდერობენ”