32 2 37 30 67
 contact@educator.ge

 2019 წლის 6 და 7 ივლისს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით  საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგი პროფესიულ უნარებში  ჩატარდა. სემინარს,    ა(ა)აიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი, ქეთი გიორგაძე ხელმძღვანელობდა. ტრენინგის მიზანი, სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებლების გადამზადება გახლდათ.  ფოთის საქალაქო რაიონული  ორგანიზაციის ლიდერმა ინგა გვასალიამ, საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის მადლობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს გადაუხადა.