32 2 37 30 67
 contact@educator.ge

სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის  ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის,  ჩატარდა ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  სემინარს ა(ა)აიპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი,  თამარ მახარაძე უძღვებოდა. ტრენინგის მიზანი სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებლების გადამზადება გახლდათ. ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერი ინგა გვასალიამ საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის მადლობა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს გადაუხადა.

სპმთპ-ს ფოთის საქალაქო ორგანიზაცია  კვლავ აგრძელებს ,საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. 

6 ივლისი 2019 წელი.