32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 4 ივლისს, სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით  მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული პედაგოგებისათვის ტრენინგი დაწყებითი კლასების მათემატიკა, მცხეთის N 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. სემინარს  საჯარო სკოლების 30-მდე პედაგოგი ესწრებოდა, რომლებმაც კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის  ტრენერის გენოს გუგულაშვილის  ნაყოფიერი მუშაობის გამო. 
მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა მანანა ჩოხელმა მადლობა  გადაუხადა ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა
პროფესიული განვითარების ცენტრის“აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს,  ტრენერ ბატონ გენოს გუგულაშვილს, მეორე საჯარო სკოლის დირექციას.
 მანანა ჩოხელმა დასასრულს,  კი ტრენინგის ყველა  მონაწილე პედაგოგებს გამოცდებზე წარმატებები უსურვა.