32 2 37 30 67
 contact@educator.ge

2019 წლის 20 ივნისს,სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით საჩხერის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული პედაგოგებისათვის ტრენინგი- პროფესიულ უნარებში. სემინარს  აა(ა)იპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი ამირან ჯამაგიძე ხელმძღვანელობდა. ტრენინგს საჯარო სკოლების 40-მდე პედაგოგი, ესწრებოდა  რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ ტრენერის ბატონი ამირანის, 8 საათიანი ნაყოფიერი მუშაობის გამო. 

საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნათელა თევზაძემ  მადლობა გადაუხადა აა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა
პროფესიული განვითარების ცენტრის“აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს, ბატონ ამირან ჯამაგიძეს, საჩხერის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ირმა კაპანაძეს.