32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019  წლის 16 ივნისს, სპმთპ-ის ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია".
30 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს ა(ა)აიპ "საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერი ანასტასია ამუსულაშვილი ხელმძღვანელობდა.
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რათა პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს.
სპმთპ-ის ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს ტრენინგების ჩატარებას და ახალი ჯგუფი უკვე ემზადება შემდეგი სემინარისთვის.