32 2 37 30 67
 contact@educator.ge

2019 წლის 25 მაისს, სპმთპ-ის „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ორგანიზებით მათემატიკის მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა, თემაზე: ,,მათემატიკის სწავლების ინოვაციური მეთოდები და თანამშრომლობითი კულტურის განვითარების ხელშეწყობა მასწავლებლებში".
საქართველოს საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა მეორე კონფერენცია, პროექტის „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება" ფარგლებში გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში, ქალაქ თბილისის, კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 179 მათემატიკის მასწავლებელი ღებულობდა მონაწილეობას.
აღნიშნული პროექტი ს.ს.ი.პ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა” და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანია საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა 344 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართული იყო 1402 მათემატიკის მასწავლებელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სპმთპ-ის საქალაქო-რაიონული ორგანიზაციების ლიდერებმა.
სრულად კონფერენციის შესახებ:
https://www.facebook.com/notes/საქართველოს-პედაგოგთა-და-მეცნიერთა-თავისუფალი-პროფკავშირი-სპმთპ/კონფერენცია-მათემატიკის-სწავლების-ინოვაციური-მეთოდები-თანამშრომლობითი-კულტურის-გ/2301287559928733/