32 2 37 30 67
 contact@educator.ge

 2019 წლის 12 აპრილს, ხაშურში საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა".

ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზიზი ელისაშვილი მადლობას უხდის ა.ა.ი.პ. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი”-ს დირექტორს მარინა მკალავიშვილს, N1 საჯარო სკოლის დირექტორს მორის დანდურიშვილს, თანამშრომლობისა და დახმარებისთვის და ასევე  პროფესიონალ ტრენერს ამირან ჯამაგიძეს, პედაგოგებისთვის  საჭირო საქმიანობაში ხელისშეწყობისთვის და დახმარებისთვის.  ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კი განსაკუთრებულ მადლობას  პედაგოგებს უხდის, რომლებიც დაუღლელად, ყოველდღიურად ზრუნავენ კარიერული წინსვლისთვის.