,,მე დადამიწის ნაწილი ვარ", ამ ლოზუნგით აღინიშნა 22 აპრილი-"დედამიწის დღე" ლენტეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოფურიში. ღონისძიება საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის შორენა ქურასბედიანის ორგანიზებით ჩატარდა. "დედამიწის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა პედაგოგებმა და ხოფურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ასფალტი მოხატეს და ასევე სპეციალური პოსტერები შექმნეს.
2019 წელი.