32 2 37 30 67
 contact@educator.ge

სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს  საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.  2019 წლის 6 მარტს, N 89-ე საჯარო სკოლაში ბაგა-ბაღის წარმომადგებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია".   ისნის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ქეთევან ხეტეშვილმა მადლობა გადაუხადა  ა(ა)იპ "საქართველოს "საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილსა და N 89-ე სკოლის დირექტორს ქალბატონ მიმოზა ტყებუჩავას თანადგომისა და მხარდაჭერისსათვის.  აგრეთვე , განსაკუთრებული მადლობა ა(ა)იპ "საქართველოს "საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერს  ანასტასია ამისულაშვილს, რომელიც წარმატებით გაუძღვა ტრენინგს.