32 2 37 30 67
 contact@educator.ge

 წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად ატარებს ტრენინგებს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთათვის. ამჯერად, სემინარი წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა თემაზე : "პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა". სემინარს,   ა.(ა).ი.პ. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი”-ს  ტრენერი ამირან ჯამაგიძე ხელმძღვანელობდა.   5 საათიანი სამუშაო გარემო გამოირჩეოდა  მონაწილეების მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით. სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცის მადლობას უხდის ბატონ ამირან ჯამაგიძეს საინტრესო,შედეგზე ორიენტირებული ტრენინგისთვის,პრაქტიკული და ზუსტი რჩევების მიგნებებისთვის. თამარ კაკაჩიამ აგრეთვე მადლობა გადაუხადა  პირველი სკოლის დირექტორს,ბატონ ბადრი ბობოხიას თანამშრომლობისთვის. პედაგოგებს კი  წარმატებას,წინსვლა  და პროფესიულ განვითარებას უსურვა.

მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს,რომელიც ზრუნავს საგანმანათლებლო სისიტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის  ამაღლებაზე.

13 აპრილი, 2019 წელი.