32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 10 აპრილს, სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის, სამგორის რაიონის გამგეობისა და სსიპ N152 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი "სიკეთე გადამდებია“. სამგორის რაიონის 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს და ხანდაზმულებს  საჩუქრები, ტკბილეული და სურსათ-სანოვაგე გადაეცათ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამგორის რაიონის საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი, ისან-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილ-წიკლაური, სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეები :ია მაკასარაშვილი და კახა ბოლქვაძე და ასევე  ეწრებოდნენ, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რაიონის სკოლებისა და ბაღების დირექტორები და პედაგოგები. 
ღონისძიბეში "სიკეთე გადამდებია" მონაწილებას იღებდნენ: კვარტეტი „დრონი“, მომღერალი გიორგი შავლაშვილმა, მსახიობი ია გოდერძიშვილი, N152-ე და N108-ე საჯარო სკოლის პედაგოგები  და მოსწავლეები, N45 და N160 ბაგა-ბაღისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა.