32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
 23 მარტს, ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, ტრენინგი-”მეთოდოლოგია და სასკოლო მზაობა”, ამჯერად სოფელ დიღმის N67-ე ბაგა-ბაღში ჩატარდა.
50 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს, N67-ე და N33-ე ბაგა-ბაღში დასაქმებულები ესწრებოდნენ.
სემინარს სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი ირმა გრიგოლია ხელმძღვანელობდა.
საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერმა მონაწილეებთან ყურადღება გაამახვილა სკოლამდელ დაწესებულებებში სკოლამდელი აღზრდისა და ადრეული განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის შესახებ გაამახვილა.
ტრენინგის მსვლელობის დროს ირმა გრიგოლიამ, მონაწილეებთან ერთად ძირითადი თეზისები განიხილა:
  1. როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ სტანდარტით სკოლამდელ დაწესებულებებში?
  2. როგორ ვიმუშაოთ აღმზრდელი-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესახებ?
  3. თამაშით სწავლება, როგორც მეთოდოლოგია სკოლამდელ დაწესებულებებში.
  4. სასკოლო მზაობა
სემინარის დასასრულს, ტრადიციულად ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.