32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 16 მარტს,N44-ე ბაგა-ბაღში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - “მეთოდოლოგია და სასკოლო მზაობა სკოლამდელ დაწესებულებებში”.
სემინარი, ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელდა.
სემინარს სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერი ირმა გრიგოლია ხელმძღვანელობდა.
30 მონაწილისგან შემდგარი ჯფუფს N192-ე და N44-ე ბაგა-ბაღებში დასაქმებულები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერმა მონაწილეებთან ყურადღება გაამახვილა სკოლამდელ დაწესებულებებში სკოლამდელი აღზრდისა და ადრეული განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის შესახებ.
ტრენინგის მსვლელობის დროს ირმა გრიგოლიამ, მონაწილეებთან ერთად ძირითადი თეზისები განიხილა:
როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ სტანდარტით სკოლამდელ დაწესებულებებში?
როგორ ვიმუშაოთ აღმზრდელი-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესახებ?
თამაშით სწავლება, როგორც მეთოდოლოგია სკოლამდელ დაწესებულებებში.
სასკოლო მზაობა
ტრენინგის დასასრულს სემინარის, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციაა გრძელებს წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.