პრემიერ მინისტრს
ბატონ ბიძინა ივანიშვილს,
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
ბატონ გიორგი მარგველაშვილს,
განათლების სპორტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ივანე კიღურაძეს,
ასლი: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ)
ბრიუსელი, 3 ივნისი 2013 წელი
მიმართვა: საქართველოს განათლების სექტორში ეფექტური სოციალური დიალოგის წარმოების საჭიროება
ბატონებო,
აღნიშნული წერილით კვლავ მინდა დავუბრუნდე საქართველოს განათლების სისტემაში, ეფექტური, დარგობრივი სოციალური დიალოგის წარმოებისა და დამკვიდრების აუცილებლობის საკითხს. რაც აღნიშული მქონდა ჩემს მიერ გამოგზავნილ, 2012 წლის 13 ნოემბრის თქვენდამი წერილში. აგრეთვე, მადლობას მოგახსენებთ 2012 წლის 19 დეკემბრის საპასუხო წერილისათვის.
სპმთპ-სთან ერთად დეტალურად მაქვს განხილული ბოლო დროის პოზიტიური ძვრები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან მიმართებაში და ხაზგასმით აღვნიშნავ მათ მზადყოფნას, ახალ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული სოციალური დიალოგის წარმოებისათვის. სასიამოვნოა, რომ სამინისტრო ითვალისწინებს სპმთპ-ის რეკომენდაციებს, პედაგოგთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მიზნით. აგრეთვე, პოზიტიურია რომ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა (უფასო სახელმძღვანელოების გადაცემა). მისასალმებელია, სამინისტროს პროფკავშირული საქმიანობისადმი ახალი მიდგომები, რომლის დასტურია 2012 წლის 20 ნოემბრის პირველი შეხვედრა და პროფკავშირის შემდგომი აქტიური ჩართულობა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიებში.
ჩვენ, ჩვენს წევრ ორგანიზაციასთან ერთად ინტენსიურ კონტაქტს და დისკუსიებს ვაწარმოებთ. სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგის სტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რაც უპირველესია ჩვენი მიდგომით. კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ წინა საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროფკავშირების განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ უნდა გაიზარდოს სპმთპ-ის როლი სამინისტროს ახალი ინიციატივების მომზადების პროცესში. პოზიტიურ ძვრებთან ერთად აღსანიშნავია, რომ ახალი პროფკავშირის დაფუძნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის’’ მაღალი ოფიციალური პირების მიერ ჩვენთვის მიუღებელი სტანდარტი და პრაქტიკაა. ნამდვილი დემოკრატიული პროფკავშირები უნდა გამოხატავდნენ წევრების ინტერესებსა და ნებას. თუმცა ყვითელი პროფკავშირების ,,ზოგადი განათლების პროფკავშირის” ”ლიდრები” არ არიან არჩეული წევრების მიერ და არ გამოხატავენ დასაქმებულთა ინტერესებს. აღნიშნული ორგანიზაციის ,,გაზოგადი განათლების პროფესიული კავშირის აქტივისტები და დამფუძნებლები წარმოადგენენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს”, სკოლის ადმინისტრაციის ტრენერებს. მათ დიდი გავლენა აქვთ მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებზე. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ისინი აცხადებენ, რომ სამინისტრო მათ ანიჭებს უპირატესობას და არა რეალურ პროფკავშირს- საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ).
უფრო მეტიც, როგორც სპმთპ-სგან თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენი წევრი ორგანიზაცია დიდ შეშფოთებას გამოხატავს მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, რაც ემსახურება სპმთპ-ის დასუსტებასა და მისი კარგი რეპუტაციის შელახვას. ETUCE მთიანად იზირებს აღნიშნულ, რეალურ შეშფოთებას. ასეთი ორგანიზაციები ვერ იქნება განხილული რგორც სოციალური პარტნიორი, რადგან არ არის დაფუძნებული პროფკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებზე. მით უფრო, თუ ასეთი ,,მასწავლებელთა პროფკავშირები” შექმნილია და მოქმედებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსა და ახალი ხელისუფლების მხარდაჭერით. სპმთპ შიშობს, რომ ეს ქმედება გამიზნულია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის საქმიანობის შეფერხებისათვის. ETUCE გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: არ მოახდინოთ ასეთი ორგანიზაციების წახალისება, აგრეთვე ყვითელი პროფკავშირების სტურქტურებისა და აღიარებული დამოუკიდებელი მასწავლებელთა პროფკავშირის ერთ სიბრტყეზე განხილვა.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის პროცესში, სპმთპ-ის და ETUCE –ის ნდობა სოციალური პარტნიორის მიმართ ძალიან მაღალია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა მთავრობამ მანდატი ჩაიბარა, ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, ზემოაღნიშნულ ნდობაში საქართველოს განათლების სამინისტრო საკუთარ წვლილს შეიტანს და უფრო გააძლიერებს მას. დარწმუნებულები ვართ რომ ღია, გამჭირვალე და რეგულარული დიალოგის წარმოება სოციალურ პარტნიორებს აძლევთ საშუალებას სრულყოფილად იყვენენ ჩართულნი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში, რაც ხარისხიანი განათლების მიღებისა და ხელშეწყობის გარანტიაა.
ველით თქვენს გამოხმაურებას.
პატივისცემით,
მარტინ რომერი
ევროპული დირექტორი
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი (ETUCE) ,,განათლების ინტერნაციონალის” ევროპული რეგიონია. ის წარმოადგენს 45 ქვეყანაში 12,8 მლნ. მასწავლებელსა და 135 მასწავლებელთა პროფკავშირებს ევროპაში. ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი, ევროკავშირის დონეზე სოციალური პარტნიორს განათლების სექტორში (ETUCE) და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წევრია.
მიმაგრებული ფაილი
მარტინ_რომერი_2013წ.3_ივნისი.pdf