32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

აშშ-ს კონგრესი
წარმომადგენელობითი პალატა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ვაჭრობის ქვეკომიტეტი
9 მაისი 2011 წელი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს
ასევე: პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფესიულ კავშირს

ბატონო პრეზიდენტო,
გწერთ, რათა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მიერ აშკარად გამოხატული კამპანიის გამო, რაც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის დაშლისკენ არის მიმართული. მაშინ, როდესაც განხილვის პროცესშია საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების GSP ბენეფიციარების სიიდან ამოღების საჩივარი, მთავრობის წარმომადგენლები კრძალავენ პროფკავშირის წევრების მიერ საწევროს გადარიცხვას, ახალისებენ დასაქმებულებს, დატოვონ პროფკავშირი და გაწევრიანდნენ ანტი-პროფკავშირულ გაერთიანებებში, ემუქრებიან და ავიწროვებენ პროფკავშირის პრეზიდენტსა და მასწავლებელთა პროფკავშირის სხვა წარმომადგენლებს.

მასწავლებელთა პროფკავშირების ანგარიშზე წევრების მიერ საწევროების გადარიცხვის აკრძალვით მთავრობა პროფკავშირს გაკოტრებისკენ უბიძგებს. GSP-ის საჩივრის თანახმად, პროფკავშირმა ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას ადგილობრივი სკოლების ადმინისტრაციასთან, რომელიც მოიცავდა საწევროების დაკავებისა და გადარიცხვის მუხლებს და ასევე მოპოვებული ჰქონდათ საწევროების დაკავების შესახებ მასწავლებელთა წერილობითი თანხმობის ფორმები. თუმცა, მთავრობამ უბრძანა სკოლის ადმინისტრაციას, პატივი არ ეცათ ამ შეთანხმებისთვის, რადგან პროფკავშირის მიერ ღია და გამჭვირვალე პროცესით არჩეული კანდიდატი არ იყო მთავრობის რჩეული.

პროფკავშირის შევიწროების გამო ჩვენი შეშფოთების გარდა, ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეწუხებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული მოხსენებების გამო, რომლის თანახმადაც საქართველოში შრომის კოდექსი კვლავ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური ხელშეკრულების უფლების, გაფიცვის უფლების, ბავშვთა შრომის, სამუშაო ადგილებზე მისაღები პირობების გათვალისწინებით.

გასულ წელს, 190 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მიიღო საქართველომ აშშ-ში ექსპორტიდან GSP პროგრამით. ვინაიდან პროგრამას უკვე გაუვიდა ვადა, იმედი გვაქვს, რომ იგი განახლდება უახლოეს მომავალში. როდესაც ეს მოხდება, აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენლებს კანონით უფლება არ აქვთ, პროგრამა დაუშვან ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მშრომელთა უფლებებით ისარგებლონ დასაქმებულებმა. შედეგად, საქართველოს მთავრობას მოუწევს სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები.


ველით თქვენს პასუხს.

პატივისცემით,

სანდერ მ.ლევინი საფინანსო კომიტეტის წევრი

ჯიმ მაქდერმოტი საფინანსო კომიტეტის წევრი, ვაჭრობის ქვეკომიტეტი

მიმაგრებული ფაილი
წერილი_სააკაშვილის._ინგლისური_ორიგინალი.pdf