4 მაისს სპმთპ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციის XI საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას დელეგატებთან ერთად ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონფერენცია გახსნა პროფკავშირის უხუცესმა წევრმა ქალბატონმა-ალექსანდრა ჭიპაშვილმა.
პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ საზოგადოებას 2022-2026 წლების გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
კონფერენციაზე ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ, ლალი სებისკვერაძე აირჩა. აგრეთვე, აირჩა პროფკავშირული ორგანიზაციის საბჭოს წევრებისა და სპმთპ-ის XIII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.