ახალი ოთხწლიანი მანდატი – ლალი ჩიტაიას
2026 წლის 18 ივნისს გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ხობის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონფერენციის დელეგატები, პროფკავშირული აქტივი, საჯარო სკოლების დირექტორები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მთავარი სპეციალისტები. სტუმართა შორის ასევე იყვნენ:
· მაია კობახიძე – სპმთპ-ის პრეზიდენტი;
· როლანდ ხოჯანაშვილი – ესგ-ს და ავტორიზაციის ექსპერტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი;
· ინგა გვასალია – სპმთპ-ის ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
· მამუკა კუჭავა – სპმთპ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
 ანგარიში და სამომავლო პერსპექტივები
კონფერენციაზე სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლალი ჩიტაიამ, შეაჯამა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ. მან დეტალურად ისაუბრა ორგანიზაციის აქტივობებზე, ადრეული განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებულ მიმდინარე გამოწვევებსა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებსაც პროფკავშირი სამომავლოდ გეგმავს.
 აღიარება და ნდობის მანდატი
მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მას სპეციალური ჯილდო მას საზეიმოდ გადასცა.
„ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ეს საპატიო პრიზი! ქალბატონი მაია მუდმივად ზრუნავს მასწავლებლებისა და პროფკავშირის ლიდერების შრომის აღიარებასა და წარმოჩენაზე. მადლობა მას ყურადღების, დაფასებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის!
ასევე, უღრმესი მადლობა ხობის რაიონული ორგანიზაციის თითოეულ წევრს — ამ ჯილდოს მოპოვება მხოლოდ თქვენი გვერდში დგომით გახდა შესაძლებელი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“ — აღნიშნა ლალი ჩიტაიამ.
 ერთიანობა და თანადგომა
კონფერენციის დელეგატებმა ლალი ჩიტაიას საანგარიშო პერიოდის საქმიანობა დადებითად შეაფასეს, ერთხმად დაუჭირეს მხარი მის კანდიდატურას და მომავალი 4 წლის ვადით თავმჯდომარის მანდატი კვლავ მიანიჭეს