„ჭეშმარიტი ავტორიტეტი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას სხვების წინაშე“. ქალბატონი ლეილა გორგაძე, ათეულობით წლებია, მაღალი პასუხისმგებლობითა და დიდი ძალისხმევით ზრუნავს რუსთავის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ინტერესების დაცვისათვის, რასაც უფასებენ რუსთაველები.
ქ. რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერის ლეილა გორგაძის ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრაზე სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლეილა გორგაძემ განიხილეს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები. მასწავლებლებმა შეკითხვები დასვეს პროფესიულ საჭიროებებზე, რაზეც ამომწურავად გასცა პასუხები სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა.
სპმთპ-ის წარმომადგენლებმა და მასწავლებლებმა ერთად იმსჯელეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბოლო გადაწყვეტილებაზე, რისთვისაც მასწავლებლებმა მადლიერება გამოხატეს მინისტრის მიმართ.
სპმთპ მადლობას უხდის სკოლის დირექტორს შალვა კერვალიშვილს, თანამშრომლობისა და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებისათვის, სკოლის აქტიურ, პროფესიონალ მასწავლებლებს და რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ლიდერს ლეილა გორგაძეს ენითაუღწერელი შრომისთვის