„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ — „ძალა ერთობაშია!“
სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის პედაგოგები ერთმანეთის გვერდში დგომით, საქმითა და პროფკავშირში ერთიანობით მტკიცედ დგანან ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინეზა ელისაშვილის ხელმძღვანელობით!
2026 წლის 24 ივნისს ხაშურის XIII საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია დღის წესრიგის შესაბამისად ჩატარდა. დელეგატებმა მომდევნო 4 წლის ვადით, ერთხმად კვლავ ინეზა ელისაშვილს დაუჭირეს მხარი. წევრებმა და ხაშურის საგანმანათლებლო სექტორის ხელმძღვანელებმა მას გულითადად მიულოცეს ხელახლა არჩევა და დამსახურებული ჯილდო — „პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, რომელიც ინეზა ელისაშვიმა კონფერენციაზე პირადად სპმთპ-ის პრეზიდენტ მაია კობახიძისგან მიიღო.
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ინეზა ელისაშვილმა გახსნა. ვინაიდან ხაშურის რაიონულ ორგანიზაციაში რეგისტრირებული კანდიდატი თავად ინეზა ელისაშვილი ბრძანდებოდა, სიმბოლურად, საარჩევნო პროცესამდე კონფერენციას გაუძღვა ხაშურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, რაც სპმთპ-ის ყველა დონეზე მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, საბავშვო ბაღების მენეჯერები და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დაეთმო სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის გამოსვლას. მან დელეგატებს დეტალური ინფორმაცია წარუდგინა ორგანიზაციის მიერ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მიღწეული უმნიშვნელოვანესი წარმატებების შესახებ. ქალბატონმა მაიამ მონაწილეებს გააცნო განათლების სისტემაში არსებული აქტუალური საკითხები, მიმდინარე რეფორმების მიმართ სპმთპ-ის ხედვები, ასევე ყურადღებით მოისმინა თავად დელეგატების მოსაზრებები და წინადადებები.
ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ინეზა ელისაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მისი საანგარიშო მოხსენება და ადგილობრივი ორგანიზაციის მუშაობა მთლიანად ეფუძნება მაია კობახიძის სტრატეგიულ ხედვებს, რომლებიც ზედმიწევნით არის მორგებული თითოეული წევრის საჭიროებებსა და მათთვის კონკრეტული ამოცანების განსაზღვრაზე. გარდა ამისა, ქალბატონმა ინეზამ მადლიერება გამოხატა მუნიციპალიტეტის სოციალური პარტნიორების მიმართ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე და მის შემდგომაც, ადგილობრივი საგანმანათლებლო საზოგადოება მადლიერებასა და თბილ სიტყვებს არ იშურებდა სპმთპ-ისა და მათი რაიონული წარმომადგენლის მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქალბატონი ინეზა წლების განმავლობაში უდიდესი პასუხისმგებლობითა და ღირსებით უძღვება ორგანიზაციას, რის გამოც თითოეული წევრის უპირობო ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, ხაშურელმა მასწავლებლებმა პროფკავშირისა და მისი ლიდერების მისამართით უამრავი თბილი სიტყვა გააჟღერეს. პედაგოგების თქმით, კონფერენციაზე მიღებული მუხტი, მასწავლებელთა პროფესიაზე ზრუნვა პროფკავშირის მხრიდან საუკეთესო სტიმულია, რათა სასწავლო პროცესში კიდევ უფრო მაღალი შედეგები აჩვენონ. „ასეთი შეხვედრები ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“, — აცხადებენ პედაგოგები.
კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სპმთპ-ს შორის არსებულ მრავალწლიან ეფექტურ მუშაობას. მხარეებმა გამოხატეს სრული მზადყოფნა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება განათლების სისტემის სასიკეთოდ.
ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ კიდევ ერთხელ გულითადად მიულოცე ქალბატონ ინეზა ელისაშვილს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხელახლა არჩევა და წარმატებებს უსურვებენ მას მომავალ საქმიანობაში სოციალურ მედიაში!
„წინ ახალი, ერთობლივი და კიდევ უფრო მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივებია!“ — ამ სიტყვებით დაიხურა კონფერენცია.
ხაშურის რაიონულმა ორგანიზაციამ დაამტკიცა ადგილობრივი საბჭოსა და საკონტროლო -სარევიზიო კომისიის შემადგენლობა, აირჩია ყრილობის დელეგატები.