საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ულოცავს სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს ეკა ჭელიძეს 4 წლის ვადით არჩევას და წარმატებებს უსურვებს თითოეულ წევრს!
2026 წლის 1 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში მდებარე სპმთპ-ის პროფესიული განვითარების სასწავლო ბაზამ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებსა და საპატიო სტუმრებს უმასპინძლა.
სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეკატერინე ჭელიძემ სიტყვით გამოსვლისას მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს და მადლობა გადაუხადა ოთხწლიანი მუშაობის მთავარი გზავნილისთვის — „პროფკავშირული სოლიდარობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და პროფესიონალიზმი“, რაც მის ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ განმსაზღვრელ ორიენტირად იქცა.
კონფერენციაზე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მენტორმა მასწავლებელმა ეკატერინე ჭელიძემ, ვრცლად შეაჯამა ბოლო 4 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა, რომელიც პედაგოგებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვასა და მათ პროფესიულ განვითარებას მიეძღვნა.
„ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თითოეული აქტივობა ეფუძნება პრინციპს: „ყველაფერი, რაც ემსახურება მშრომელებს — ემსახურება ერს“, რადგან გვწამს, რომ მასწავლებლის ხმა გადამწყვეტია ქვეყნის განათლების ხარისხის ასამაღლებლად“, — აღნიშნა ეკატერინე ჭელიძემ. მან ხაზგასმით გამოყო ის 23 საკანონმდებლო ცვლილება, რაც მაია კობახიძის ინიციატივებით განხორციელდა და , მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მასწავლებელთა შრომითი პირობები. ამასთანავე, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაცია ამ პრობლემებსაც წარმატებით უპასუხებს.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ პირველი მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და ხაზგასმით აღნიშნა პროფკავშირის როლი დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების საქმეში.
კონფერენციის მსვლელობისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ისაუბრა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია კობახიძემ, რომელმაც შეხვედრის დასასრულს ამომწურავი პასუხები გასცა დამსწრე საზოგადოების ყველა აქტუალურ შეკითხვას.
კონფერენციაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ საპატიო სტუმრები:
• ბატონი უჩა ჩიტიძე — ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, რომელმაც მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტისა და პროფკავშირების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას პედაგოგთა უფლებების დასაცავად.
• ქალბატონი ნათია კორძაძე — სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
• ბატონი ემზარი სიხარულიძე — ტყიბულის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
• ბატონი კობა გიორგაძე — ქალაქ ტყიბულის რწმუნებული.
წევრთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა:
• კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტყიბულის ორგანიზაციამ სულ გადამზადდა 430 მასწავლებელი (წამყვანი/მენტორობის მსურველები, ასევე დაწყებითი საფეხურის, ქართული ენის, სამოქალაქო განათლების, ბუნებისმეტყველების, ისტის, სპორტისა და სხვა საგნების სპეციალისტები).
• საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებსა და სხვადასხვა პროექტებში ჩართო 14-მა მასწავლებელი, ხოლო სოფელ საწირის სკოლის ორ პედაგოგს საჩუქრად გადაეცა ლეპტოპები.
ანგარიშში აღინიშნა, რომ სწორედ სოფელ საწირის ბაზაზე, სადაც აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა, სრულად აღდგა და წარმატებით ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი პროფესიული მხარდაჭერის სასწავლო ცენტრი, რომლის რესურსებითაც არაერთმა ტყიბულელმა პედაგოგმა ისარგებლა. მან ასეთი ბაზის უზრუნველყოფისთვის ხაზგასმით აღნიშნა მაია კობახიძისა და ხელმძღვანელი ლიდერების ძალისხმევა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტყიბულის რაიონული ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავდა წევრების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, ფინანსური და მატერიალური დახმარება გაეწია შესაძლბლობის ფარგლებში. წევრმა მასწავლებელმა და მათმა ოჯახის წევრებმა ისარგებლეს შეღავათიანი საგზურებით საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე. ტყიბულის ორგანიზაციამ საერთაშორისო სოლიდარობის ნიშნად გაიღო ფინანსური წვლილი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
მიუხედავად არაერთი წარმატებისა, სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს ბრძოლას სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.
საანგარიშო-საარჩევნო კონფერნეცია წარიმართა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად. ტყიბული რაიონული კონფერნეციის დელეგატებმა ერთხმად ორთწლიანი მანდატი გადასცეს ეკატერინე ჭელიძეს და აღნიშნეს ორგანიზაციის გაძ₾იერებისთვის თითეული წევრის აქტიურობის მნიშვნელობა.