სამუშაო შეხვედრა სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ,,შრომითი უფლებები, პროფკავშირის სამომავლო გეგმები და სოციალური პარტნიორობა!”
შეხვედრამ ნათლად დაადასტურა სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა როლი ბავშვის განვითარებისა და აღზრდის მიმართულებებით, დასაქმებულთა მაღალი კვალიფიკაცია და მოტივაცია!
მადლიერებას გამოვთქვამთ, სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ღვაწლმოსილი ლიდერის ვივინა ძიძიგურის მიმართ ენითაუღწერელი შრომისთვის, იმ მნიშვნელოვანი ღონისხიებების დაგეგმვა/განხორციელებისათვის, რაც უფლებების დაცვასა და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება!
ვივინა ძიძიგური – ,,პროფესიონალიზმი, მოტივაცია და გამოცდილება ასაკს ამარცხებს!”
დიდი მადლობა მარტვილელ წევრებს, ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის, მაღალი სამოქალაქო ცნობიერებისა და პროფესიონალიზმისათვის!