ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) 2026 წლის ყრილობის გახსნა, 16 ივლისი, 2026 წელი
 დოქტორი ლორეტა ჯონსონი ამერიკის მასწავლებელთა პროფკავშირის ის ლიდერია, რომლისთვისაც დეტალურად არის ცნობილი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თვისებრივად ახალი პროფკავშირის შექმნის პროცესები.
 უდიდესი მადლობა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციას (AFT) მხარდაჭერისა და დახმარებისთვის! მათ უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ დღეს სპმთპ 40 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს. ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა — განსაკუთრებით სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რამაც განვითარების მყარი საფუძველი შეგვიქმნა.
 დღეიდან ვაშინგტონში ოფიციალურად გაიხსნა AFT-ის 89-ე ყრილობა, სადაც საერთაშორისო პროფკავშირულ დელეგაციაში კიდევ ერთხელ ვართ წარმოდგენილები Maia Kobakhidze-ის ხელმძღვანელობით.
 ჩვენ, განათლების პროფკავშირები, ვერთიანდებით ყველასთვის უკეთესი ცხოვრების პირობების მოსაპოვებელ ბრძოლაში!
 ჩვენთვის დიდი პატივია ვიდგეთ ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მრავალწლიანი პარტნიორების გვერდით!