სპმთპ-ის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის ს. მეფისქალაქის საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვედნენ. ახალი სქემით განსაზღვრული სკოლისა და მასწავლებლების ვალდებულებები, ხელფასების გაანგარიშების წესში არსებული აქტუალური საკითხები იყო შეხვედრის ძირითადი თემები, რაზეც სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილმა განმარტებები გააკეთეს.
სკოლას ხელმძღვანელობს პროფესიონალი დირექტორი ნანა სურამელი, რომლის ინიციატივითაც, თითქმის ერთი წლის წინ, სკოლასა და როლანდ ხოჯანაშვილს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგა. სკოლაში პასუხისმგებლიანი და მოტივირებული პედაგოგთა საზოგადოება მოღვაწეობს. ერთობლივი ძალისხმევით, გასული წლის ოქტომბერში, სკოლამ სრული ავტორიზაცია გაიარა.
შეხვედრის ბოლოს, პედაგოგებმა პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს და განცხადებების ფორმა მოითხოვეს.
სპმთპ წარმატებებს უსურვებს ს. მეფისქალაქის საჯარო სკოლას!