საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

 

ლალი გოგიჩაიშვილი სპმთპ-ის ოფის მენეჯერი

ტელ: 577 420103; ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

ოფის მენეჯერის კომპეტენცია:

ა) ოფისის შიდა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და კოორდინირება;
ბ) შიდა შეხვედრების ორგანიზება;
გ) აპარატის თანამშრომელთა მოსვლა/წასვლის აღრიცხვა;
დ) ოფისის ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობაზე კონტროლი;
ე) სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის შრომის შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი;
ვ) თანამშრომელთა მივლინებებისა და შვებულებების უზრუნველყოფა;
ზ) საკადრო დოკუმენტაციის, თანამშრომელთა პირადი საქმეების განახლება/გაძღოლა; ყველა საკადრო საკითხზე სპმთპ-ის პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენება;
თ) პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ ინახავს თანამშრომელთა პირად საქმეებს, ორგანიზაციის წევრების სააღრიცხვო ბარათებს;
ი) ანგარიშვალდებულია სპმთპ-ის პრეზიდენტის წინაშე;
კ) დაიცვას „დამსაქმებლის“ კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად;
ლ) ვალდებულია ყოველთვიურად წარადგინოს ანგარიში მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
მ) ვალდებულია დაიცვას სპმთპ-ის წესდებითა და სპმთპ-ის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ნ) ვალდებულია სამუშაო შეასრულოს დროულად და კვალიფიციურად;
ო) სპმთპ-ის პრეზიდენტის მიერ, მოქმედი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე, განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.