32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 

ედუარდ კიკნაძე - სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი

ტელ: 599 733632;   ელ.ფოსტა: Temurkiknadze007@gmail.com

 

განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე  პროცესების, მათ შორის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და პროგრამების შედეგების ანალიზი და წევრთა უზრუნველყოფა საჭირო პრაქტიკული ინფორმაციებით;
ბ) განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსა და ინიციატივებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;
გ) განათლების მუშაკთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
დ) წევრთა ინტერესების და საჭიროებების რეგულარული კვლევა-ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საგანმანათლებლო, განმავითარებელი საინფორმაციო ტრენინგების, ვორქშოფების, კონფერენციების, შეხვედრების ჩატარება;
ვ) პროფკავშირული სწავლების კონცეფციის შემუშავება;
ზ) სპმთპ-ის ძირითადი სამუშაო პროცესების სტანდარტული ინსტრუქციების მომზადება, დანერგვა;
თ) ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული ქვედანაყოფების, საკადრო რესურსების ეფექტური მართვის რეკომენდაციების მომზადება, ორგანიზაციის საშტატო განრიგის შედგენაში მონაწილეობა;
ი) დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო აღწერების შემუშავება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, განხორციელება;
ლ) სპმთპ-ის პრეზიდენტის, მოქმედი კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.