სპმთპ-ის ინფორმაციით შესაბამისი ცვლილებები კანონქვემდებარე აქტებში, რომელიც მასწავლებელთა ავადმყოფობის ნორმებს დაარეგულირებდა განხორციელებული არ იყო. აგრეთვე, არ იყო განმარტებული პედაგოგების სრული ანაზღაურების ცნება, უფრო მეტიც, სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს N 89/ნ ბრძანების “დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება, დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე ”, ნორმას პრობლემად ასახელებდნენ , რაც ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებასთან. შესაბამისად არაერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკა იყო დამკვიდრებული. უკვე 2013 წლის ოქტომბერში კი , აღნიშნულ ბუნდოვან ნორმაზე დაყრდნობით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება რომლითაც განიმარტა მასწავლებლის სრული ხალფასის ცნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სოციალური დიალოგის აღდგენის შედეგად და უკვე 2017 წლის 16 მარტის დარგობრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში წარადგინა ცვლილებები მასწავლებლების სასარგებლოდ, რაც ყველა სკოლის ხელმძღვანელისთვის სავალდებულოა შესასრულებლად.
გამოქვეყნებულია ETUCE-ის ვებ-გვერდზე 12 ივლისს, 2017 წ.
https://www.csee-etuce.org/en/news/archive/2142-georgia-esftug-s-new-victory-in-representing-education-personnel-s-interests