სპმთპ – პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების გაძლიერება ეფექტური კოლექტიური მოლაპარაკებებისათვის.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) აგრძელებს აქტიურ საქმიანობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 2026 წლის 18-19 თებერვალს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი მიწვეულნი იყვნენ ,,ევროპის განათლების პროფკავშირების’’ (ETUCE) დასკვნით კონფერენციაზე ,,შენი ჯერია – მასწავლებლები პროფკავშირების განახლებისთვის“, სადაც წარმოდგენილი იქნა სპმთპ-ის წარმატებული პრაქტიკა წევრთა მოზიდვა-დამაგრების, პირველადი ორგანიზაციების ლიდერების ჩართულობაისა და გაძლიერების მიმართულებით.
ევროპული ხედვა – „Link Leadership“-ის კონცეფცია და სპმთპ-ის პრაქტიკის გაზიარება
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თვისებრივად ახალი ორგანიზაციაა, რომელიც დღითი დღე ვითარდება და ძლიერდება. საამაყოა ევროპელი კოლეგების მხრიდან ჩვენი პრაქტიკის აღიარება. ჩვენთვის გარდამტეხი აღმოჩნდა კითხვა „რას გვიკეთებს პროფკავშირი?!“ რაც შეიცვალა ,,რას ვაკეთებთ პროფკავშირის გაძლიერებისათვის!?“ დღეს, სპმთპ-ის წევრები არიან მოტივირებულები და მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი უფლებები“- მაია კობახიძე (სპმთპ-ის პრეზიდენტი).
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ,,მაკავშირებელი-პირველადი პროფკავშირული ლიდერების“ (Link Leadership) იდეას. კონცეფცია გულისხმობს პირველადი ორგანიზაციების ლიდერების გაძლიერებას, რომლებიც წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს რგოლს — ცოცხალ ხიდს რიგით წევრებსა და პროფკავშირულ ხელმძღვანელობას შორის.
ტრანსფორმაცია, პროფესიული სოლიდარობის ზრდა და მასწავლებლის უფლებების დაცვის ახალი ეტაპი:
სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სპმთპ სრულად იზიარებს, წარმატებით ნერგავს და პრაქტიკულად ახორციელებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მუდმივად ისწრაფვის ორგანიზაციული გაძლიერებისკენ, რომელისთვისაც პროფკავშირის საფუძვლის-პირველადი ორგანიზაციების გაძლიერება უპირატესია. პლენარული და ჯგუფური მუშაობის დროს პარტნიორი ორგანიზაციების ინტერესი და მათი მხრიდან პოზიტიური შეფასებები კიდევ უფრო მეტად ამაღლებს სპმთპ-ის პასუხისმგებლობას.
სპმთპ-ის დელეგაციამ პლენარულ სესიებზე წარადგინა ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა:
• წევრების დამაგრებისა და ახალი წევრების მოზიდვის ღონისძიებები;
• წევრთა მოტივაციის ამაღლების აქტივობები;
• პროფკავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფების გააქტიურება ყველა დონეზე.
 ისტორიული გარდატეხა საბჭოური მემკვიდრეობიდან რეალურ დამოუკიდებლობამდე:
სპმთპ-ის გზა 2010 წლიდან დღემდე ტრანსფორმაციის საინტერესო მაგალითია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა ვითარებამ ყველა ეტაპზე მოახდინა გავლენა პროფკავშირის ფორმირებაზე. 70-წლიანი საბჭოთა წყობის პერიოდში პროფკავშირი მხოლოდ „სოციალური მომსახურების“ (ბიულეტენები, საგზურები) ფუნქციას ასრულებდა, 2010-2012 წლებში, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და ფინანსური ბლოკადის შემდეგ, სპმთპ-მა შეძლო ფერფლიდან აღდგენა და ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბება. დღეს კი, სპმთპ აერთიანებს 42000-ს წევრს და ორგანიზაციაში გაწევრიანება მიმდინარეობს ნებაყოფლობითობის პრინციპის მკაცრი დაცვით. სპმთპ-თვის მთავარია, დასაქმებულებმა გაიაზრონ პროფკავშირის როლი და მნიშვნელობა თავიან საქმიანობაში.
ორგანიზაცია საქმიანობას წარმართავს ორი სტრატეგიული მიმართულებით:
1. დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა.
2. ზრუნვა პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის.
ნიჰილიზმის დაძლევა და ახალი სტრუქტურა:
სპმთპ ყოველდღიურად მუშაობს სოლიდარული და კოლეგიალური, მონოლითური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. საწევრო გადასახადის 70% უბრუნდება წევრს უფასო სერვისების, ტრენინგების, იურიდიული დაცვისა და კოლექტიური ბენეფიტების სახით.რეფორმის გამოწვევების დასაძლევად, 2015 წლიდან ფუნქციონირებს ,,დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“. კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესში მასწავლებელთა ჩართულობისათვის, 2017 წლიდან, მოეწყო სამი ფართო მასშტაბიანი კონფერენცია საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, სადაც მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი საჭიროებები განათლების ხარისხის ამაღლებისა და სამუშაო პიროებების გაუმჯობესებისათვის. მიმდინარეობს რაიონული, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისი კონფერენციები, მასწავლებელთა პროფესიულ თემებზე. 2022 წელს შეიქმნა ახალი სტრუქტურა — „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“, რომელიც აერთიანებს ავტორიტეტულ-პროფრსიონალ პედაგოგებს, საქართველოს ყველა რაიონიდან. სათათბირო ორგანოს წევრები განიხილავენ პროფესიულ და საგნობრივ სტანდარტებს, გადიან პროფკავშირული სწავლებისა და პროფესიული მიმართულებებით ტრენერთა ტრენინგებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში დაინერგა პრაქტიკა, რაიონული სტრუქტურების მიხედვით, პირველადი ორგანიზაციების ლიდერებისა და დამსაქმებელთა ერთბლივი ტრენინგ-სემინარები. ორდღიან შეხვედრებზე განიხილება კოლექტიური მოლაპარაკებებისა დ სოციალურ დიალოგის მნიშნველობა საქართველოს შრომის კოდექსის, ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) 87-ე და 98-ე კონვენციების შესაბამისად. ასეთი შეხვედრები აძლიერებს ნდობასა და სოლიდარობას, ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების სტაბილურობისათვის.
ETUCE_ის კონფერენციის დასკვნით ნაწილში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, კიდევ ერთახალ, მადლობა გადაუხდა ევროპულ პროფკავშირებს კონფერენციაზე ჩართულობისა და სპმთპ-ის საქმიანობის აღიარებისთვის.