საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტის წერილი
ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს კახა აბულძეს,
————–
ბატონო კახა,
გავეცანით თქვენს 2025 წლის 17 მარტის ბრძანებას ბ66.01250766 ,,ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში მოსალოდნელი რეორგანიზაციული და საკადრო ცვლილებების თაობაზე“, რომელსაც საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა პროფკავშირის წევრების, დასაქმებულთა და საზოგადოების მხრიდან. რაც არ უნდა კეთილი მიზნები გამოძრავებდეთ, რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები ყოველთვის იწვევს უარყოფით შეფასებას, ვინაიდან ზარალდება დასაქმებულთა გარკვეული კატეგორია. თქვენმა ბრძანებამ უკვე გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივითაც.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის – საქართველოს შრომის კოდექსის, ,,პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთა შრომითი პირობების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს პროფკავშირთან შეთანხმებით.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოვითხოვთ განგვიმარტოთ რეორგანიზაციის აუცილებლობის საფუძვლები და სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის პროცესში ჩართოთ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წარმომადგენლები, რისი ვალდებულებაც გქონდათ ბრძანების გამოცემამდე.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაჩქარევი რეფორმები აზიანებს დასაქმებულთა ინტერესებს და ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ ყველა შესაძლებლობას დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის.
პატივისცემით,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი
მაია კობახიძე
————————
Letter from the President of the Educators and Scientists Free Trade Union of Georgia (ESFTUG) to the Director of the Tbilisi Kindergarten Management Agency
Mr. Kakha Abuldze
Tbilisi Kindergarten Management Agency
Director of the Agency,
Dear Mr. Abuldze,
We have reviewed your order B66.01250766, issued on March 17, 2025, regarding the expected reorganization and personnel changes in public preschool institutions under the supervision of the Tbilisi Kindergarten Management Agency. This decision has been met with strong opposition from trade union members, employees, and the public. Regardless of your intentions, reorganization and personnel changes inevitably lead to negative perceptions, as they directly affect certain employees. Your order has already sparked mixed reactions, including politically motivated interpretations.
As you are aware, according to current legislation—the Labor Code of Georgia, the Law of Georgia on Trade Unions, and the Law of Georgia on Early and Preschool Education—,,the employer is legally required to consult with the trade union when making decisions that affect employees’ working conditions”.
In light of this, we formally request that you clarify the necessity of this reorganization and involve representatives of the ESFTUG in the reform process of preschool institutions, as should have been done before issuing the order.
We strongly believe that such rushed reforms negatively impact employees’ interests, and we will utilize all legal means to protect their rights.
