ფეისბუქმა გაგვახსენა 2013 წელი

წელი, როცა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (სპმთპ) ფერფლიდან აღდგენა დაიწყო! საერთაშორისო და ევროპული პარტნიორების მხარდაჭერით გადალახა ურთულესი ორწლიანი პერიოდი და შეძლო მდგრადობის შენარჩუნება, დღეს კი – საქართველოში ყველაზე დიდი, წევრებზე დაფუძნებული პროფკავშირული მოძრაობაა!

როგორ?

 დემოკრატიული ღირებულებების დაცვით
 გამჭვირვალე და წევრებზე ორიენტირებული მუშაობით
 საერთო მიზნებისთვის დაუღალავი ბრძოლით
პროფკავშირის შექმნა და გაძლიერება მარტივი არ არის —
ეს არის საყრდენი დემოკრატიული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის!
ამონარიდები – 2013 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალის” სოლიდარობისა და განვითარების პროგრამების დირექტორი ნიკოლას რიჩარდსის შეფასებიბიდანNicolas Richards⤵️
 ”ბრიუსელიდან შეუძლებელია ყველა დეტალის გაცნობა. ბრიუსლეში ვკითხულობდით სპმთპ-ის ანგარიშებს და გვიხაროდა მათი წარმატებები. ახლა დავრწმუნდით, თუ რა შრომის ფასად მიაღწია ორგანიზაციამ აღნიშნულ შედეგებს. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უმძიმესი ორწლიანი ზეწოლის მიუხედავად, დღეს ორგანიზაცია ფეხზე დგას.
 ჩვენ გადავარჩინეთ სახლი ცეცეხლისაგან, მაგრამ არის ნარჩენები. სპმთპ-ის წინააღმდეგ მიმდინაროებს პროცესები, რომელიც არ მომწონს.არის პრობლემები, რომელიც საზიანოა არამხოლოდ პროფკავშირისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც. დროა, დავიწყობთ საქართველოში პროფკავშირული კულტურის ჩამოყალიბება. ,,განათლების ინტერნაციონალის ’’სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით უნდა განხორციელდეს სპმთპ-ის ინსტიტუციონალური განვითარება”
 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ,,განათლების ინტერნაციონალის” მხარდაჭერით გახდება ინსტიტუციონალურად ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში.
,,იმისათვის, რომ სპმთპ გახდეს მყარი და ძლიერი ორგანიზაცია საჭიროა დავიწყოთ პროფკავშირული ღირებულებების დანერგვა პედაგოგთა საზოგადოებაში და არ დავუშვათ ყვითელი პროფკავშირის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”
გაეცენით 2013 წლის სრულ სტატიას