2025 წ. 3 თებერვალს სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით დაიგეგმა და გაიმართა საინტერესო, საჭირო და სასიამოვნო შეხვედრა N87-ე ს/სკ. პედკოლექტივთან.

2025 წ. 3 თებერვალს სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით დაიგეგმა და გაიმართა საინტერესო, საჭირო და სასიამოვნო შეხვედრა N87-ე ს/სკ. პედკოლექტივთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი ქალბატონი მაია კობახიძე, ვიცე პრეზიდენტი ქალბატონი მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი და სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ხეტეშვილი.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ დამსწერთ გააცნო პროფკავშირის საქმიანობის შედეგები (რომლითაც ორგანიზაცია გულწრფელად და დამსახურებულად ამაყობს!!!) და განიხილა მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების სამომავლო პრიორიტეტები.
ბატონმა როლანდ ხოჯანაშვილმა კოლეგებთან ისაუბრა საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესებსა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების სხვა აქტუალურ თემებზე.
სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია უღრმეს მადლობას უხდის შეხვედრაში მონაწილეობისთვის ქალბატონ მაია კობახიძეს, ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს, ქალბატონ მარი ალუღიშვილს, ასევე განსაკუთრებულ მადლობას უხდის 87-ე სკოლის დირექტორს, საოცრად პოზიტიურ, კოლექტივზე მზრუნველ, პროგრესულ და კეთილგანწყობილ ქალბატონს ლიკა მერებაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის, გულთბილი მასპინძლობისთვის და სოციალური პარტნიორობისთვის.