საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების
დელეგაცია იმყოფება.
როგორც “
ინტერპრესნიუსს” პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, დელეგაცის
შემადგენლობაში განათლების ინტერნაციონალის, განათლების სექტორის მსოფლიო პროფკავშირული
გაერთიანების, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის, განათლების ინტერნაციონალის ევროპის
რეგიონის; დანიის განათლების პროფკავშირების, გერმანიის პროფკავშირების და საერთაშორისო
პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები იმყოფებიან.
დელეგაციის წევრები დღეს პედაგოგთა პროფავშირის მე-6 საარჩევნო ყრილობის შედეგების თაობაზე თბილისის
საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვას დაესწრებიან. სასამართლო სხდომის შემდეგ დელეგაციის წევრები
პრესკონფერენციას გამართავენ და თავიანთ შეფასებებს გააკეთებენ.
დელეგაციის ხუთ კაციანი შემადგენლობა ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ევროკავშირის საქართველოს
წარმომადგენლობას და ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს, საქართველოს სახალხო
დამცველს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს
მხარდაჭერა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და ლეგიტიმურად არჩეული
პრეზიდენტის მიმართ.
ამასთან, დელეგაციის წევრებმა პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს, თუ რა
დახმარება შეიძლება გაეწიოს ორგანიზაციას, რათა შენარჩუნდეს მასწავლებელთა უფლებების რეალურად
დამცველი ორგანიზაცია.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
პროფკავშირის საქალაქო და რაიონულ ლიდერებს შეხვდნენ და უშუალოდ მათგან მოისმინეს იმ პრობლემატური
საკითხების შესახებ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით პედაგოგთა პროფკავშირის წინაშე დგას.
დელეგაცია საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა და 19 მარტამდე დარჩება.