საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო -სა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) -ს შორის სოციალური პარტნიორობის და კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, წლების მანძილზე, სპმთპ-ის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია კობახიძემ უამრავი მწვავე საკითხი დააყენა
,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო -სა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) -ს შორის სოციალური პარტნიორობის და კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, წლების მანძილზე, სპმთპ-ის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია კობახიძემ უამრავი მწვავე საკითხი დააყენა, მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, პროფესიული ინტერესების დაცვისათვის. ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული დიალოგის საშუალებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მიღებული შეთანხმებებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია განცორციელებული და პროცესი გრძელდება, რასაც მივესალმებით!
განათლების სამინისტროს თანამშრომლობა პროფკავშირთან კანონის ფარგლებში მიმდინარეობს, რასაც აღიარებს და აფასებს საერთაშორისო წარმომადგენლობა. ეს არის ნათელი მაგალითი მასწავლებელთა გაერთიანების, თავისუფლების აღიარების და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, ეროვნულ დონეზე!
კომპეტენტურ სოციალურ პარტნიორებს ყოველთვის აქვთ შედეგები მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული, სადაც მიზანი ყველასთვის არის სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.