საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
პროფკავშირი საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართავს,
შეაჩერონ პედაგოგებთან მოკლევადიანი შრომითი
ხელშეკრულებების გაფორმება.
ამასთან დაკავშირებით პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია
კობახიძემ დღეს მიმართვა გაავრცელა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი–სამი კვირის
განმავლობაში, საქართველოს საჯარო სკოლებში დაიწყო
პედაგოგებთან ახალი მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების
გაფორმება.