საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
პროფკავშირი დღეს, კონკურსში –
“საუკეთესო გაკვეთილი ქართულ
ენასა და ლიტერატურაში
“
გამარჯვებულ პედაგოგებს
დააჯილდოებს. ამის შესახებ “
ინტერპრესნიუსს” პედაგოგთა და
მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს.
კონკურსი პედაგოგთა პროფკავშირთან არსებულმა ქართული
ენისა და ლიტერატურის კლუბმა პროფკავშირის 105 წლის
იუბილესთან დაკავშირებით გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20-მა პედაგოგმა საქართველოს
სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორის კომპეტენტურმა კომისიამ
სამი საუკეთესო გაკვეთილის ნიმუში გამოავლინა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და დიპლომი,
ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე სიგელს მიიღებს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო
“
ვილა მთიებში
“
, 13:00 საათზე გაიმართება.