პედაგოგთა პროფკავშირი იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტროსთან მათი ურთიერთობები
სამართლებრივად მოწესრიგდება,
– ამის შესახებ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ
დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი .
პროფკავშირი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საჯარო სკოლების
ადმინისტრაციებისა და პროფკავშირის სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. კერძოდ, სკოლებს დაევალათ,
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით
არსებული პრაქტიკა.
პედაგოგთა პროფავშირი ეთანხმება სამინისტროს განცხადებას, რომ პროფესიულ კავშირში გაწევრიანება არის
საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით აღიარებული უფლება, თითოეული მასწავლებელი
დამოუკიდებელია ამ უფლების გამოყენებაში და საკუთარი ნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას
პროფესიულ კავშირში გაერთიანების შესახებ. მათივე განცხადებით, საწევროს გადარიცხვა უნდა მოხდეს
პროფკავშირის წევრი პედაგოგის პირადი წერილობითი განცხადებისა და ადმინისტრაციასთან გაფორმებული
ხელშეკრულების საფუძველზე.
განათლების სამინისტროსა და დარგობრივ პროფკავშირს შორის ურთიერთობების გამწვავება პროფკავშირის
საწევრო ანარიცხების მიუღებლობამ განაპირობა. პროფკავშირის მაშინდელი ხელმძღვანელი მანანა
ღურჭუმელიძე განათლების სამინისტროს სკოლებიდან პედაგოგთა საწევრო ანარიცხების დაბლოკვაში
ადანაშაულებდა.