ამგვარი შეფასება გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც პედაგოგთა პროფკავშირი მასწავლებლებს პროფესიულ დღესასწაულს
ულოცავს. „უმძიმეს ვითარებაშია ჩვენი პედაგოგთა სახელოვანი არმია. მძიმე
სოციალურ ფონს დაემატა განათლების სისტემაში მიმდინარე
რეფორმა, რომლის აუცილებლობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.
რეფორმა კიდევ ერთი გამოცდაა პედაგოგებისთვის და ღრმად
გვწამს, თქვენ შეძლებთ ამ გამოცდის ღირსეულად ჩაბარებას.
მოგიწოდებთ, არ აყვეთ პედაგოგის დისკრედიტაციის მიმდინარე
პროცესებს. ღრმად გვწამს, საქართველოს პედაგოგები გააგრძელებენ ღირსეულ ტრადიციებს, გადალახავენ ყველა
არსებულ სიძნელეს და გაუზრდიან ქვეყანას განათლებულ, პატიოსან, ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილ
თაობებს”
,
– ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ აუცილებელია პედაგოგთა პროფკავშირის აქტიური ჩართულობა რეფორმის პროცესში.
პროფკავშირის განცხადებით, ქართველი პედაგოგების პრობლემების გადაჭრა გაერთიანების ყოველდღიური
საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა.
“საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განაგრძობს თქვენი უფლებების დაცვას და
ზრუნვას პროფესიული წინსვლისთვის”
,
-აცხადებს პედაგოგთა პროფკავშირი.