2025 წლის 30 მარტს ბოლნისის რაიონული პროფკავშირის ორგანიზებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელებთან.

ჩამობრძანებული იყო სპმთპ-ს პრეზიდენტი ქალბატონი მაია კობახიძე, და პროფკავშირების საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი შეხვედრას სსიპ დ.თამარისის დირექტორი მზია კაპანაძე და ბოლნისის N3 საჯარო სკოლა მზია დანელიამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ დ.თამარისის და ბოლნისის N 3 საჯარო სკოლის პედაგოგები.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, განსახილველი საკითხები მოიცავდა: სკოლების ავტორიზაციის პროცესს, მასწავლებელთა პროფესიულ საჭიროებებს და ინტერესებს. როლანდ ხოჯანაშვილმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
ქალბატონმა მაია კობახიძემ მასწავლებლებს წარუდგინა პროფკავშირების მიერ გაწეული საქმიანიბის ანგარიში.
მეტად ინფორმაციული და მეგობრული შეხვედრა იყო … მადლობა ყველა ჩართულ მხარეს ვინც უზრუნველყო ის ,რომ ეს დღე შედგა ! შეხვედრას ესწრებოდა ბოლნისის რესურცენტრის უფროსი ქალბატონი იამზე სვანიძე. მადლობა მობრძანებულ მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს თანამშრომლობისთვის .