{tab პარტნიორები}

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საერთაშორისო ორგანიზაცია – ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI); ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტისა  (ETUCE) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრია.

სპმთპ-ს პარტნიორები არიან: აშშის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრი;     ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია (AFT,AFL-CIO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).
სპმთპ ორგანიზაციული განვითარების მთავარ პრიორიტეტად ისახავს ევროპული პროფესიული კავშირების პრინციპებსა და ღირებულებებთან დაახლოებას.სპმთპ-ის პრეზიდენტი, ,,განათლების ინტერნაციონალის“ ,,ევროპის პროფესიული კავშირების  განათლების კომიტეტის“ (ETUCE) მმართველი ორგანოს-აღმასრულებელი კომიტეტის არჩეული წევრია.
ETUCE აერთიანებს ევროპის 45 ქვეყნის 135  დემოკრატიულ პროფესიულ კავშირს, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან, წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკავშირის სოციალურ პარტნიორს და იცავს ევროპის ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებების 11 მლნ დასაქმებულს. სპმთპ აქტიურად არის ჩართული ETUCE-ის პოლიტიკისა და სტრატეგიების  განსაზღვრაში.

ETUCE ამოცანებია:

Ø  საერთაშორისო ორგანიზაციის- მსოფლიოს 170 ქვეყნის განათლების სისტემაში მოქმედი პროფესიული კავშირების გაერთიანების-,,განათლების ინტერნაციონალის“(EI) მიზნების განხორციელება ევროპის რეგიონში;

Ø  ევროპის რეგიონისათვის საჭირო პოლიტიკისა და აქტივობების განხორციელება საერთაშორისო დონეზე. როგორიცაა, თანამშრომლობა OECD-ისთან („ეკონიომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია“),  UNESCO-სთან, საერთაშორისო (ITUC) და ევროპის (ETUC) პროფესიული კავშირების  კონფედერაციებთან;

Ø  ETUCE თავის წევრ ორგანიზაციებთან ერთად განსაზღვრავს ევროპის საბჭოსთან და ევროკომისიასთან, თუ სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობების  პოლიტიკას, რაც დაკავშირებულია განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, საქართველო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების წინაშე დგას, რაც ითვალისწინებს:

Ø  საქართველოში  დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას;

Ø  საქართველოს მომავალი თაობების ევროპის სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდას;

Ø  ჩვენი ქვეყნის მოდერნიზებას და ეკონომიკის განვითარებას;

Ø  ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავებასა და ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას;

Ø  ქვეყნის სტაბილურ  განვითარებას;

Ø  კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების უზრუნველყოფას;

Ø  ღია მმართველობის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესებული მექანიზმების ამოქმედებას.

სპმთპ, როგორც ერთ-ერთი  ყველაზე დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება, აქტიურად მონაწილეობს განათლების სისტემაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და  ხელისფულებასთან სოციალური დიალოგის გზით ამკვიდრებს განათლების სისტემის განვითარებისა და განათლების სფეროში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ევროპული მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციას.  

{tab პროექტები}

2015 წ. საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა გზამკვლევი – „დაიცავი შენი შრომითი და სოციალური უფლებები“ 

2012- 2014 წწ საერთაშორისო პროექტი “მასწავლებლები ადამიანის უფლებების კულტურია ამაღლებისთვის”, განათლების ინტერნაციონალი, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

2009-2012 წწ საერთაშორისო სამოქალაქო განათლების პროექტი “მოქალაქეთა ხმები”, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაცია, აშშ- სახემწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით 

2009 წ. – ”ეფექტური კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების ხელშეწყობა საქართველოს პედაგოგთა და 

მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირსა და   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის”2008 წ.  – პედაგოგიური საზოგადოების ინფორმირებულობის და ჩართულობის გაძლიერება განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს საბიუჯეტო პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში – ქართულ-ბრიტანული  პროფესიული ქსელი

2008 წ. – უმაღლესი განათლების სტუდენტთა და მასწავლებელთა მობილობის კამპანია – განათლების ინტერნაციონალი, ევროპის სტუდენტური კავშირი

2008 წ. – დედოფლისწყაროს საჯარო სკოლებში დემოკრატიული მართვის ხელშეწყობა – ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

2007 წ. – საერთაშორისო სამოქალაქო განათლების გაცვლითი პროგრამა “მოზაიკა II” – ამერიკის განათლების დეპარტამენტი2005 წ. – დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა საქმიანობის მონიტორინგი – (ქ. თბილისის მერია)

2004 წ. – “საქართველო ჩვენი სამშობლოა” (ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის კამპანია) – 
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

2003-2004 წწ – “კოალიციური პროექტი: განათლების სისტემის დემოკრატიზაცია და ფინანსური გამჭვირვალობა” – (“გადავარჩინოთ ბავშვები”, “CAP”).

2001-2002 წწ. – “განათლება კორუფციის გარეშე” –  (ფონდი “ევრაზია”, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”)

2001 წ. – პრეზიდენტის 2001 წლის # 95 ბრძანების მონიტორინგი – (USAID)

2000-2001 წწ – “მოქალაქეთა გააქტიურება გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – ფონდი “ღია საზოგადოებასაქართველო”, 
ქ. ქუთაისის მერია

{/tabs}