საქართელოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ცენტრალური აპარატის
დებულება
ზოგადი ნაწილი
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შემდგომში „სპმთპ“ –ის ცენტრალური აპარატი, შემდგომში ცენტრალური აპარატი, იქმნება სპმთპ-ის წესდების შესაბამისად.
ცენტრალური აპარატი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის, სპმთპ-ის წესდების და ამ დებულების საფუძველზე.
ცენტრალური აპარატი ანგარიშვალდებულია სპმთპ-ის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე.
ცენტრალური აპარატის დაფინანსების წყაროა სპმთპ-ის ცენტრალური ბიუჯეტი.
ცენტრალური აპარატის ადგილსამყოფელია: თბილისი, ს.არშბას ქ. №5
ცენტრალური აპარატის ფუნქციები
პროფკავშირული მოძრაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის კოორდინაცია;
სპმთპ-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
- სპმთპ-ს პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა და დავალებათა შესრულება.
ცენტრალური აპარატის მართვა
ცენტრალური აპარატის მართვას, სპმთპ-ის პრეზიდენტთან ერთად, ახორციელებს სპმთპ-ის აღმასრულებელი
ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში.
სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის კომპეტენცია:
ა) სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის საქმიანობას წარმართვა;
ბ) სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლი გარდა ფინანსური საქმიანობისა;
გ) ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების მიერ ფუნქციების შესრულების და საქმიანობის ზედამხედველობა; ცენტრალური აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის დასმა.
დ) სპმთპ-ის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა
გარდა საფინანსო და ქონების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა;
ე) სპმთპ-ის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირების დავალებების და ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განორციელება გარდა საფინანსო და ქონების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა;
ვ) საფინანსო დარგში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგის პროექტის მომზადება და სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ზ) ცენტრალური აპარატის მუშაკთა გარდა საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების, დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე აპარატში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება/წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;
თ) თანამდებობაზე დასანიშნი (საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების გარდა) და გასათავისუფლებელი პირების კანდიდატურების წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;
ი) სპმთპ-ს პრეზიდენტისათვის პერიოდულად ცენტრალური აპარატის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა;
კ) დეპარტამენტის უფროსების სამუშაო აღწერების შემუშავება;
ლ) სპმთპ-ის პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში კომპეტენცია
ა) სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებულ დეპარტამენტში საქმიანობის წარმართვა;
ბ) სპმთპ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური საქმიანობის კონტროლი;
გ) ცენტრალური აპარატის საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ფუნქციების შესრულების და საქმიანობის ზედამხედველობა, მათ მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის დასმა;
დ) სპმთპ-ის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს საფინანსო და ქონების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
ე) სპმთპ-ის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირების დავალებების, ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია საფინანსო და ქონების მართვასთან;
ვ) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენთტან ერთად ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგის პროექტის მომზადება და სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის წარდგენა;
ზ) ცენტრალური აპარატის საფინანსო და ქონების მართის დეპარტამენტის თანამშრომლების დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე აპარატში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებების და ბრძანებების პროექტების მომზადება/წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;
თ) საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენში თანამდებობაზე დასანიშნი და გასათავისუფლებელი პირების კანდიდატურების წარდგენა სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის;
ი) სპმთპ-ის პრეზიდენტისათვის პერიოდულად ცენტრალური აპარატის საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
კ) საფინანსო და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის სამუშაო აღწერის შემუშავება;
ლ) სპმთპ-ის პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ცენტრალური აპარატის სტრუქტურა:
კანცელარია;
საორგანიზაციო დეპარტამენტი;
იურიდიული დეპარტამენტი;
განათლების და ხარისხის მართვის დეპარტამენტი;
საინფორმაციო უზრუნველყოფის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ფინანსური და მატერიალური რესუსრსების მართვის დეპარტამენტი.
ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის საკურატორო სფეროები
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები;
- სკოლისგარეშე დაწესებულებები;
- პროფესიული სასწავლებლები /ცენტრები;
- უმაღლესი სასწავლებლები;
- სამეცნიერო დაწესებულებები.