როდესაც ანაზღაურებადი და დეკრეტული შვებულება ერთი დროის მონაკვეთს ემთხვევა, სკოლის მიერ თანხა გაიცემა სრულად როგორც ანაზღაურებადი შვებულების, ისევე დეკრეტულის.
საქართელოს შრომის კოდექსის შესაბამისად, პედაგოგს ბიულეტენზე გასვლა შეუძლია ზედიზედ 40 კალენდარული დღის განმავლობაში, ან 6 თვის განმავლობაში 60 კალენდარული დღის გამოყენებით (არა ზედიზედ).
პედაგოგმა უნდა აიღოს ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შვებულება.
დამსაქმებელი ვალდებულია არაუმეტეს 15 დღე მისცეს დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულება.
შესაძლებელია, მაგრამ უნდა არსებობდეს ორმხრივი ნება, ანუ თანხმობა ასეთი შებულების აღებაზე როგორც დასაქმებულისგან, ისე დამსაქმებლისგან.
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით.
შესაძლებელია დამატებით 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.
ჯამში შესაძლებელია დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი 183 ან 200 კალენდარული დღს გამოყენება.
დასაქმებულს უფლება აქვს, დეკრეტული შვებულება, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
დირექტორის ბრძანება სახდელის შესახებ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრებაც ხდება ბრძანების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
დირექტორის ბრძანება სახდელის შესახებ საჩივრდება ჯერ სკოლის სამეურვეო საბჭოში, შემდგომ კი სასამართლოში.
დირექტორის გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.
ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი კანონიერი საფუძველია ხელშეკრულების ვადის გასვლა. თუ შრომითი ურთიერთობა 30 თვეზე მეტი არაა რაც გრძელდება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დამსაქმებელი ვალდებული არააა იგი გააგრძელოს.
არ არის კანონიერი.
ორივე პოზიციისთვის განკუთვნილი ხელფასითუ პრემია არის სრულად ანაზღაურებადი
თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. ხელშეკრულების ერთი ასლი უნდა გადაეცეს დასაქმებულს.
შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელსაც აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საფუძველი, მაგალითად: გაფიცვა, ლოკაუტი, შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურებისგარეშე შვებულება და სხვა…
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გულისხმობს შრომითი ურთიერთობის დასრულებას მხარეებს შორის, რაც შეიძლება განპირობებული იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით: მხარეთა შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა და სხვა…
მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერული წინსვლის საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პრაქტიკოსი მასწავლების ან სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სპეციალური ტესტური დავალებების შემოწმების გზით. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ტესტირებას წარმატებით ვერ გაივლის და ფიქრობს რომ ტესტირების შეფასება არასწორია, აპლიკანტს აქვს უფლება გაასაჩივროს მიღებული ქულა ერთჯერადად, ჯერ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, შემდეგ კი სასამართლოში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ რეგისტრაციაზე დარეგისტრირებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, პედაგოგი დასაქმდება სპეც.მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაო პერიოდი არის ის დრო, როდესაც დასაქმებული ახორციელებს თავის საქმიანობას შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, რომელშიც არ მოიაზრება შესვენებისა და დასვენების დრო.
დიახ, ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი აღნიშნული შვებულების აღების შემთხვევაში.