სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული კონფერენცია
  აღიარებული ღვაწლი და ახალი ეტაპი ნაძალადევის რაიონის პროფკავშირულ ცხოვრებაში
  კონფერენციის გახსნა
2026 წლის 27 ივნისს, ქ. თბილისის №9 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის დირექტორის, ელეონორა ფერაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირს (სპმთპ) ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის XIII საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.
  ეს დღე გამორჩეულად ემოციური და მნიშვნელოვანია სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის წევრებისა და კონფერენციის დელეგატებისთვის.
  მრავალწლიანი პროფკავშირული მოღვაწეობის შემდგომ, სვეტლანა სურგულაძემ მისი პროფკავშირული საქმიანობის ბოლო ოთხწლიანი საანგარიშო პერიოდი შეაჯამა, რისთვისაც სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, სვეტლანა სურგულაძეს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი მრავალწლიანი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.
ამავდროულად, სპმთპ-ის ნაძალადევის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა ჩუბინიძე, რომელიც პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ამავე სკოლის სპმთპ-ის პირველად ორგანიზაციას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
  „ჩემთვის უდიდესი პატივია ვისაუბრო იმ ფასდაუდებელ ერთგულებაზე, რომელიც ქალბატონმა სვეტლანა სურგულაძემ 40 წლის განმავლობაში მიუძღვნა სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონულ ორგანიზაციასა და სრულიად სპმთპ-ში საქმიანობას. წლების განმავლობაში იგი სპმთპ-ის კოლეგიური ორგანოს —აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის იყო არა მხოლოდ ავტორიტეტი, არამედ თითოეული პედაგოგის ინტერესებისა და უფლებების დამცველია. ჩვენ ვაფასებთ მის გულმოდგინე ზრუნვას მასწავლებელთა შრომითი და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სიმტკიცე სპმთპ-ის ყველაზე რთულ პერიოდში. მისმა უპირობო თანადგომამ, ნაძალადევის პროფაქტივთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო საქმისთვის სპმთპ-ის მდგრადობის შენარჩუნებაში, ორგანიზაციის აღდგენასა და შემდგომი გაძლიერების პროცესებში.
დღეს მეძლევა შესაძლებლობა ეს ჯილდო ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადავცე, ქალბატონ სვეტლანას, თავის დროზე, სწორედ ქალბატონი სვეტლანას რეკომენდაციით დავრეგისტრირდი სპმთპ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, რაც ჩემდამი პირველადი ორგანიზაციის თავმჯომარისადმი უდიდესი ნდობა და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა იყო“, — აღნიშნა მაია კობახიძემ, რომელიც თავადაც ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის პროფაქტივიდან მოდის.
  სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს სრული შემადგენლობა ულოცავს სვეტლანა სურგულაძეს ამ აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას.
  ანგარიშის წარდგენა და სამომავლო ნაბიჯები
დეტალური ანგარიში კონფერენციის მონაწილეებს მარინა მეფარიშვილმა, ნაძალადევის რაიონული საბჭოს წევრმა წარუდგინა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ საანგარიშო მოხსენებას. მან მადლობა გადაუხადა ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრებსა და პროფაქტივს სვეტლანა სურგულაძის დაფასებისა და კონფერენციის მაღალ დონეზე მომზადებისთვის. მან ხაზი გაუსვა მათ ერთიანობას, რაც მყარ საფუძველს უქმნის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ლელა ჩუბინიძეს, რათა ღირსეულად განაგრძოს და ადგილობრივ დონეზე განავითაროს პროფკავშირული საქმიანობა და დამტკიცებული სამოქმედო გეგმა.
კონფერენციის მიმდინარეობისას სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სპმთპ-ის საქმიანობაზე, რეფორმების მიმდინარეობის პროცესში სპმთპ-ის ჩართულობასა და ხედვებზე დეტალურად ისაუბრა, კონფერენციის დელეგატებმა მაია კობახიძის წინაშე წამოაყენეს წინადადებები და პოზიციები, გამართულ კამათში მონაწილეობდნენ:
• დოდო ვარდოშვილი (№8 საჯარო სკოლის პედაგოგი);
• თეონა კორინთელი (154-ე საჯარო სკოლა);
• მანანა თოლორდავა (159-ე საჯარო სკოლა);
• მერი ნაცვლიშვილი (190-ე საჯარო სკოლა).
  ახალად არჩეული თავმჯდომარის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა
ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარის, ლელა ჩუბინიძის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა ეფუძნება სპმთპ-ის ღირებულებებსა და გუნდურობის პრინციპებს. ის იმედოვნებს, რომ ეფექტურად უზრუნველყოფს რაიონული ორგანიზაციის გაძლიერებას, წევრთა საჭიროებებზე ზრუნვას, მათ შენარჩუნებასა და მოტივირებას შრომითი და პროფესიული მიმართულებებით. ლელა ჩუბინიძეს სურს მეტი გაკეთდეს პირველადი ორგანიზაციების ლიდერების გასაძლიერებლად და ამ მიზნით გეგმავს პროფკავშირული სწავლების გააქტიურებას.
ახლად არჩეული ლიდერის შეფასებები:
კონფერენციაზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის, მედეა გურგენიძის შეფასება და ლელა ჩუბინიძის დახასიათება, სადაც მან ხაზი გაუსვა კოლეგებსა და მოსწავლეებს შორის მისი პედაგოგიური საქმიანობის აღიარებასა და ავტორიტეტს. „კოლეგებს შორის ლელა ხასიათდება საზოგადოების მიმართ მიმღებლობით, კომუნიკაბელურობით, გამოწვევების წინაშე მოქნილობით, პასუხისმგებლობისა და პუნქტუალურობის მაღალი კულტურით“.
კონფერენციას ასევე ესწრებოდა მე-12 საჯარო სკოლის 50-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი, პროფესორი ლილი გვარჯალაძე, რომელმაც ლელა ჩუბინიძისადმი თბილი სიტყვები არ დაიშურა
,,სკოლის დირექტორის აქ ყოფნა და გამოსვლა უთქმელადაც მოწმობს, რომ იგი არის ყველა თანამშრომლის გვერდით, იქ, სადაც პედაგოგს სჭირდება, და ყოველთვის ცდილობს წინ წამოწიოს მათი ინტერესები. ლელა ჩუბინიძე ჩამოყალიბებული პიროვნებაა — ნუგეშისმცემელი26 ყველა კოლეგისთვის. ბუნება ცარიელი და საშინელი იქნებოდა, მხოლოდ ხალხი რომ ქმნიდეს სამშობლოს. ლელასნაირი ახალგაზრდობა რომ არის ჩვენ გვერდით, ბუნებაც მიმზიდველი ხდება. დიდი მადლობა, რომ მხარი დაუჭირეთ მას“.
  სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს ანგარიში
(2022-2026 წლები)
სვეტლანა სურგულაძის მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული სპმთპ-ის პრეზიდენტის ნაყოფიერი საქმიანობა, კერძოდ კი ის ისტორიული მიღწევა, რასაც ეწოდება „დარგობრივი შეთანხმება“. კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მიღწეულ იქნა მასწავლებელთა სასარგებლოდ მიღებული უამრავი მნიშვნელოვანი შედეგი.
  წარმატებული პირველადი ორგანიზაციების დაჯილდოება
საანგარიშო პერიოდში რაიონული საბჭოს სხდომებზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით წევრთა მოზიდვისა და ორგანიზაციაში შენარჩუნების მიმართულებით. ამ მხრივ სამაგალითო შედეგი აჩვენა ქ. თბილისის №114 საჯარო სკოლამ, სადაც პროფკავშირის წევრთა რაოდენობა 16-დან 59-მდე გაიზარდა. ასევე, სამაგალითო პირველად ორგანიზაციებად აღინიშნა ქ. თბილისის №190 საჯარო სკოლა, №46 და №62 საბავშვო ბაგა-ბაღები.
კონფერენციის მიმდინარეობისას გამართულ კამათში მონაწილეობდნენ:
• დოდო ვარდოშვილი (№8 საჯარო სკოლის პედაგოგი);
• თეონა კორინთელი (154-ე საჯარო სკოლა);
• მანანა თოლორდავა (159-ე საჯარო სკოლა);
• მერი ნაცვლიშვილი (190-ე საჯარო სკოლა).
საანგარიშო პერიოდში ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის წევრები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული მხარდაჭერის მაღალი ხარისხის ტრენინგ-სემინარებით, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს. საჯარო სკოლების მხარდაჭერა ხორციელდებოდა როლანდ ხოჯანაშვილის მიერ, ხოლო სპმთპ-ის „პროფესიული განვითარების ცენტრი“ სამაგალითოდ უზრუნველყოფდა როგორც სკოლების, ისე საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას. საანგარიშო პერიოდში ნაძალადევის რაიონის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში.
ანგარიშში, აგრეთვე, ხაზგასმით აღინიშნა მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუცილებლობა (მათ შორის, დამრიგებლისა და სხვა დანამატების საკითხი). ახალ სასწავლო წელს ორგანიზაციის მთავარ გამოწვევებად რჩება სკოლებსა და ბაღებში პროფკავშირული საქმიანობის გააქტიურება, კანონის („ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“) სრულფასოვანი შესრულება და ახლად არჩეულ თავმჯდომარეებთან ერთად წევრთა უფლებების ეფექტური დაცვა. ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად იზრუნებს წევრთა საჭიროებების მიხედვით მათ სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერაზე. აღინიშნა კონფერენციაზე.
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე სპმთპ-ის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ლელა ჩუბინიძის ხელმძღვანელობას. კონფერენციამ ასევე დაამტკიცა საბჭოს ახალი შემადგენლობა, ყრილობის დელეგატები აირჩია და განიხილა სხვა საორგანიზაციო საკითხები.