ახალციხე – სპმთპ-ის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
17 ივნისს, ახალციხეში, საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც 28 პირველადი ორგანიზაციის 44 დელეგატი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ყველაზე ახალგაზრდა დელეგატი სულ რაღაც 23 წლისაა, რაც პროფკავშირულ მოძრაობაში ახალი თაობის აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს. კრებას სოფიო მაისურაძე თავმჯდომარეობდა.
 კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შორენა გავაშელი, ახალციხის სკოლების დირექტორები და პედაგოგები.
ძირითადი აქცენტები
 პროფესიული მხარდაჭერა და აღიარება: – კონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა მაია კობახიძის თავდაუზოგავი შრომა მასწავლებელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის. ხაზი გაესვა წევრების აქტიურ ჩართულობას პროფესიულ ტრენინგ-პროგრამებში. ნათია კორძაძემ დელეგატებს მაია კობახიძის მიმართვა გააცნო, რის შემდეგაც დელეგატებმა მადლიერება გამოხატეს გაწეული მუშაობისთვის.
 ორგანიზაციული გაძლიერება: კლარა კუპრეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალი წევრების მოზიდვა-დამაგრებაზე და პროფკავშირების გაძლიერების მიზნით სკოლამდელი დაწესებულებების გაწევრიანების აუცილებლობაზე, ასევე იმ ბარიერებზე, რაც ამ გზაზე ხვდებათ.
აქტიური დისკუსია
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დელეგატებმა წამოჭრეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
* დამრიგებლობისა და სხვა საათობრივი დანამატების თემები;
* მაღალმთიანი რეგიონის დანამატების მიღების წესის დახვეწა.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ დეტალური განმარტებები გააკეთა თითოეულ საკითხზე, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სკოლების ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე და აღნიშნა:
*”მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი ყველა დასაქმებულის ინტერესების ეტაპობრივი დაცვა.”*
 კონფერენციამ სამუშაო ვითარებაში ჩაარა, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა რეგიონებში პედაგოგთა მხარდაჭერისა და პროფკავშირების გაძლიერების მზაობა.