„მადლობას ვუხდით ჯემალ ჯაფარიძეს მრავალწლიანი შრომისა და პედაგოგების მხარდაჭერისთვის. გულწრფელად ვულოცავთ წევრების მხრიდან ამ უდიდესი ნდობის მოპოვებას.“

2026 წლის 30 მაისს, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის ყვაწლმოსილმა ლიდერმა ჯემალ ჯაფარიძემ, 2022 წლის 14 მაისიდან 2026 წლის 30 მაისამდე პერიოდში გაწეული საქმიანობა დელეგატებისა და აქტივის წინაშე შეაჯამა. მან ხაზი გაუსვა სპმთპ-ის ძალისხმევას, საგანმანათლებლო სფეროში ღირსეული შრომისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ჯემალ ჯაფარიძემ გამოსვლისას აღნიშნა: „ჩვენი მიზანია, თითოეულმა პროფწევრმა გააცნობიეროს საკუთარი როლი ამ დიდ მოძრაობაში, ყველა დონეზე იყვნენ უფრო აქტიურები და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს“.
კონფერენციაზე დეტალურად იქნა მიმოხილული სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის ინიციატივით განხორციელებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება, ასევე წარმატებული საქმეები: ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, შრომითი უფლებების დაცვა მოლაპარაკებებში ჩართულობით და წევრთა ინტერესების დაცვა სასამართლოში.განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილდა იმაზე, თუ როგორ ზრუნავს სპმთპ უსტატუსო მასწავლებლების მდგომარეობასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც ორგანიზაცია ყველა გზას ეძებს. სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის უკეთ მომზადების მიზნით, ინტენსიურად უზრუნველყოფს ტრენინგებითა და მხარდაჭერით.
სპმთპ-ის ხელვაჩაურის ორგანიზაცია 2000-მდე წევრს აერთიანებს, მათ შორის არიან 10 მენტორი მასწავლებელი და ასზე მეტი წამყვანი მასწავლებელი, რაც ორგანიზაციის მთავარ გზავნილს — მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს — ეხმიანება.
გარდა პროფესიული საკითხებისა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაცია ზრუნავს პედაგოგთა სოციალურ და ჯანმრთელობის საკითხებზე და მათ გამაჯანსაღებელ პროგრამებზე.რაიონის დონეზე, რესურსცენტრთან თანამშრომლობით, წლებია ერთობლივად იმართება მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, ასევე პროფესიული კონფერენციები, რაც მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო კავშირებს ამყარებს.ყრილობის დელეგატებმა მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინეს. კონფერენცია წარიმართა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ფორმატში.
დასასრულს, ჯემალ ჯაფარიძემ დელეგატებს მადლობა გადაუხდა ახალი მანდატის გადაცემისთვის და ახლად არჩეულ საბჭოს წევრებს წარმატებული და ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობა უსურვა