ბრიუსელში 28-29 აპრილს, ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) კოლეგიური ორგანოს — ETUCE-ის კომიტეტის წევრთა ორდღიან საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს.
 კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეყნების განათლების სექტორის წარმომადგენლები სიღრმისეულად განიხილავენ პროფკავშირების გაძლიერების სტრატეგიასა და მომავალ სამოქმედო გეგმებს.
  ბრიუსელში მიმდინარე ETUCE-ის კომიტეტის სესიაზე, ETUCE-ის ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს სპმთპ-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ორ საერთაშორისო ღონისძიებას, რაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და განათლების დაფინანსების გაზრდას უკავშირდება:
 საერთაშორისო კამპანია — „მეტი დაფინანსება განათლებას“ (20-21 იანვარი, 2026);
 ევროპული კონფერენცია — „ხელოვნური ინტელექტი და განათლება“ (24 მარტი, 2026)
 ევროპელი კოლეგების მხრიდან სპმთპ-ის მიმართ მუდმივი მხარდაჭერა და საერთაშორისო თანადგომა ეროვნულ დონეზე ახალი ინიციატივების დანერგვისა და განხორციელების წინაპირობაა
ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა მასწავლებელთა პროფესიული ინტერესების დაცვაზე, ევროკომისიასთან თანამშრომლობასა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპებზე.
ერთიანი ძალებით – პროფკავშირები ვქმნით უკეთეს მომავალს განათლების სფეროსთვის!