2017 წლის 27 ივლისს, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე და სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპეცქციის შექმნას წარმოადგენდა.
- აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, სამუშაოზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა, სამუშაო ჩაფხუტთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრს გაეგზავნა.
- > 2007 – 2017 წელს სამუშაო ადგილზე 433 ადამიანი გარდაიცვალა, 733 კი მძიმედ დაშავდა.
> 2017 წელს სამუშაო ადგილზე 19 ადამიანი გარდაიცვალა.
