დღე I – ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” კიდევ ერთი ნაყოფიერი შეხვედრა
მიმდინარე წლის 28-29 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) საწირის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ წევრთა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის პროგრამა, რომელიც ეფუძნებოდა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარების და მასწავლებელთა პროფესიულ საჭიროებებს, სპმთპ-ის პრეზიდენტ მაია კობახიძესთან შეთანხმებით შეიმუშავა ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა. მისი ხელმძღვანელობით წარიმართა ჯგუფური, ინდივიდუალური და შემაჯამებელი სამუშაოები.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” წევრებს, ერთმანეთთან მსჯელობისა და კონსენსუსის საფუძველზე, ჩამოეყალიბებინათ წინადადებები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისათვის. ორდღიანი ინტენსიური მუშაობის პროცესში მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და კვალიფიციური დისკუსიით შეძლეს შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე.
სპმთპ-ის ახალი სათათბირო სტრუქტურა ხელს შეუწყობს პროფესიონალ მასწავლებელთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე, გადაწყვეტილებების მიმღებებთან. საბჭოს წევრები აცნობიერებენ თავიანთ როლს, კოლეგიალობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას იმუშაონ არა მხოლოდ მასწავლებლის საქმიანობისათვის საჭირო პირადი ვალდებულებებით არამედ, დაეხმარონ კოლეგებს. მათი მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი ხელს შეუწყობს ერთობასა და განათლების სისტემის განვითარებას.
პედაგოგებმა მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის საქმიანობის მიმართ, რითაც ეძლევათ შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ რეფორმების დაგეგმვის პროცესში და შეასრულონ რეფორმით განსაზღვრული ვალდებულებები კოლეგებთან ერთად.
წარმოდგენილი იდეები და დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები კიდევ უფრო გააღრმავებს პროფესიონალი მასწავლებლების წვლილსა და მნიშვნელობას. ,,თითოეული წევრის პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი აქტივობა აამაღლებს პროფკავშირის როლს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის!”
იგეგმება საკონსულტაციო საბჭოს კიდევ ორი ჯგუფის შეხვედრა, რაც პერმანენტულად გაგრძელდება.
,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” წევრები სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ სპმთპ-ის გადაწყვეტილების მიმღები, კოლეგიური ორგანოს ,,აღმასრულებელი საბჭოს” სხდომებში.
,,პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს!