2025 წლის სპმთპ-ის მე-12 ყრილობაზე სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორმა თამარ კაკაჩიამ-მ სპმთპ-ის  რაიონული ორგანიზაციის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 21 აღმზრდელის თანაშემწის უფლებების დაცვისთვის მადლობის ჯილდოები გადასცა:

სპმთპ-ის პრეზიდენტს – მაია კობახიძეს
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა სასარგებლოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მოპოვებისა და უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის”
სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქოსაშვილს
სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონში სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა შელახული უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის”
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტს – ნათია კორძაძეს
წალენჯიხის რაიონულ ორგანიზაციაში გაწეული შრომისა და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შელახული უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.